-მია ეს გადააქსეროქე
და მე ამომიტანე, შემდეგ კი
თავისუფალი ხარ-ისე მეუბნება ჩემი უფროსი თვალებშიც არ მიყურებს,საქაღალდეში აქვს ისევ თავი ჩარგული.
რაღაც საქაღალდეს მაწვდის
-კარგით-ვეუბნები და მისი დავალების შესასრულებლად მივდივარ.ამ კომპანიაში სტაჟირების გავლა არც ისეთი ადვილი აღმოჩნდა როგორც მეგონა,ისე მექცეოდნენ როგორც ოფიციალურ თანამშრომელს,თუმცა გამიმართლა და ახლა აქ ვმუშაობ,კარგი ხელფასიც მაქვს.ქაღალდებს ქსეროქსში სწრაფად ვატარებ, ვაქსეროქსებ
და ისევ ჩემს კაბინეტში შევდივარ.
მოსაცმელს ვიცვამ, ჩანთას მხარზე
ვიკიდებ და კლარასთან
ავდივარ.
კარებზე ვაკაკუნებ,
მაგრამ არავინ მპასუხობს, კიდევ
ვაკაკუნებ მაგრამ ისევ არავინ
მპასუხობს, ამიტომ კარს ნელა ვაღებ და შიგნით ვიხედები, კაბინეტში არავინაა,შიგნით შევდივარ ფურცლებს მაგიდაზე ვდებ და კაბინეტს ვტოვებ,
შემდეგ კი შენობიდანაც გავდვარ.
ახლა ბარში მივდივარ, სანდრასთან.
ჩემი მეგობარია,ჩემს კურსზეა და იქ გავიცანი,ვერ ვიტყვი რომ გადამკვდარი დაქალები ვართ,თუმცა ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს.ტაქსი გავაჩერე და ბარ "artesian"-ში წაყვანა
ვთხოვე,ოც წუთში მივედით კიდეც.
საკმაოდ ბევრი ხალხი იყო, ეს ბარი
ლონდონის ერთერთი საუკეთესო
ბარია ამიტომ აქ თითქმის სულ
ხალხმრავლობაა, მე კი ვერ ვიტან
ასეთ ადგილებს. სანდრა მიმტანად
მუშაობს აქ, ახლა არამგონია
ეცალოს, ამიტომ ბართან ერთერთ
სკამზე დავჯექი და იქაურობას
თვალი მოვავლე.
ცუდი არაა. საშინლად
დაღლილი ვარ და თავიც მტკივა
ამიტომ გადავწყვიტე ერთი ჭიქა
დამელია, ბარმენს დავუძახე
-ტეკილა-ვუთხარი და დაველოდე.
უკან შებრუნდა ჭიქა აიღო, დამისხა
და წინ დამიდო, შემდეგ კი სხვებთან მივიდა.ნელნელა ვსვავდი და თან
აქეთ-იქით ვიხედებოდი სანდრა,
რომ დამენახა თუმცა ვერაფერს
გავხდი. ყველა ერთმანეთში ირეოდა,ცეკვავდნენ,ხტუნაობდნენ და ზოგი ისე მოძრაობდა ამას ცეკვას უბრალოდ ვერ ვუწოდებდი.
ამ თვალიერება თვალიერებაში სანდრაც დავინახე და მისკენ წავედი.
ჩემგან შორს იყო და ამდენ
ადამიანში სიარულიც მიჭირდა,
ძლივს გავაღწიე " ჯგროდან" და
კიდევ ერთხელ მიმოვიხედე თუმცა სანდრა იმ ადგილზე აღარ დამხვდა,ამიტომ უკან
შევბრუნდი მაგრამ ვიღაცის მკვრივ
სხეულს დავეჯახე, შემდეგ უკან
დავიწიე და უკნიდანაც ვიღაცას
დავეჯახე და ნახევრად დაქცეული
სასმელი მის მაისურს გადავასხი.
რა ბედი მაქვს.ჯანდაბა.. ყოჩაღ. კინაღამ წავიქეცი,ჭიქაც გატყდა და ჩანთაც ძირს დამივარდა ... ჯანდაბა დღეს ნამდვილად არ მაქვს კარგი დღე.
-კარგი რა-თქვა უცნობმა და მის
მაისურს დახედა რომელსაც ჩემი სასმელი ამშვენებდა.
-წინ რომ გაგეხედა ეს არ
მოხდებოდა-დავუღრინე გამწარებულმა და მაშინვე ვინანე როდესაც თვალებში შევხედე.
-უკაცრავად?-თვალები ოდნავ გაუდიდდა და წარბები შეკრა-გოგონა ცოტა ზედმეტი ხომ არ მოგდით? სასმელი თქვენ გადამასხით და კიდევ მე ვარ დამნაშავე
-უბრალოდ წინ უნდა იყურო-უხეშად ვუთხარი და შევუბღვირე.
არ ვიცი ესეთი რამეები რატომ ვთქვი,ეს ჩემს ხასიათში არ ზის!
არ უნდა დამელია.
-ფრთხილად იყავი,სხვა ჩემს ადგილზე ამდენ სიუზრდელეს არ მოითმენდა-ყბა დაჭიმულმა მითხრა და ირონიულად
ჩაიცინა.
ღმერთო, ვიგრძენი როგორ
მომაწვა თავში სისხლი ალბათ, ახლა ძალიან წითელი ვარ.
ძალიან მრცხვენია.
-გამატარე!-ჩემ თავზე გაბრაზებულმა ჩავილაპარაკე.
-არავინ გაკავებს-წარბაწევით მიპასუხა და თვითონ მომშორდა.
იქიდან ისე გამოვვარდი არც სანდრა გამხსენებია და არც ძირს დაგდებული ჩანთა,სირცხვილისგან მთელი სხეული მეწვოდა.
YOU ARE READING
FOR YOU
Fanfictionსამწუხაროდ ძველ გვერდს ვეღარ ვუბრუნდები(LStyles13 ვარ) ამიტომ ჩემს მოთხრობებს აქ გადმოვიტან.თან დავარედაქტირებ და ბევრ რამესაც შევცვლი,იმედია წაიკითხავთ(❤