ახლა ვკითხულობდი წიგნს სადაც შემდეგი ტაეპები ეწერა:ადამიანებს ერთი გაუგებარი და უკუღმართი თვისება გვაქვს. სანამ საყვარელ ხალხთან ვართ,იქნება ეს ოჯახის წევრი თუ მეგობარი,მათთან ყოფნის ბედნიერებას არ ვაფასებთ, არ ვემადლობლებით ღმერთს,მათთან ერთად გათენებული ყოველი დილის გამო. აი სამაგიეროდ,რომ მოვწყდებით,მათგან შორს,რომ მოგვისრის ცხოვრების ქარცეცხლი,შემდეგ მონატრება გვახრჩობს,წასულ წამებს ბაჯაღლოს,ოქროს ფასი ედება და ცრემლი გვერევა.
ასეთი აუხსნელები ვართ ზოგჯერ...ამის წაკითხვის შემდეგ ერთი კითხვა გამიჩნდა და თქვენი აზრიც მაინტერესებს.
რ ა ა რ ი ს მ ო ნ ა ტ რ ე ბ ა ?