MerryyJaneee

344 49 34
                                    

1. ყველაზე მეტად რა გაღიზიანებს ადამიანში?

- სიბოროტე. ვფიქრობ, ყველა საზიზღარი თვისების სათავეა.

2. რა საერთო აქვს სიყვარულსა და ქიმიას?

- მხოლოდ ორი ადამიანი.

3. ლიტერატურა მხატვრული ხერხებით სულდგმულობს?

- მხატვრული ხერხების გარეშე, მეზობელსაც ვესაუბრები. ლიტერატურა სხვა სამყაროა, სხვა წესებით, რომლებიც თან არსებობს, თან არა. მხატვრული ხერხები ძვირფასი თვლებია- მარგალიტებია, საფირონებია.

4. კალამს თვითგამოხატვის მიზნით მიმართავ?

- ემოციებისგან დაცლის მიზნით. მაშინ, როცა მოწოლილი გრძნობები უსიამივნოდ მიჭერს ყელში. ბედნიერებისგან ატირებულსაც დამიწერია -ერთხელ.

5. რელიგ მნიშვნელოვანია?

- ხალხის მშვიდობიანი გზით სამართავად - კი, თუმცა ხარვეზების მეტი არაფერია აქაც.

6. მერი იდუმალია?

- რთხელ მითხრეს - თან ყველაფერს გაიგებს კაცი შენზე და თან არაო. გამოგიტყდებით და მაშინ მეწყინა.

7. ფილმი, რომელიც შენს გულს აჩქარებს, არის...

- ასაკო, შინდლერის სია და ციცინათელების სასაფლაო (ანიმეა). თითოეულს სხვადასხვა მიზეზი აქვს.

8. ნაყროვანება ცოდვაა?

- მხოლოდ, მაშინ, როცა მშიერი გიზის წინ. სხვა შემთხვევაში უფრო საზიანოა, მე თუ მკითხავთ.

9. რომელ ქვეყანაში იმოგზაურებდი და რატომ?

- ყველა კუთხე-კუნჭულის დათვარიელება მინდა, თუმცა რჩეული ქვეყნები ბრიტანეთი და იაპონიაა. ინგლისის ნისლიანი ამინდები და წვიმა მიყვარს, ოკეანე და იაპონური კულტურა - ჩემი ცხოვრების უცვლელი თანამგზავრია. მგონია, სიმშვიდის და ბედნიერების მოპოვებას ამ ორ ქვეყანაში შევძლებდი.

21 კითხვა MerryyJaneee-სთანWhere stories live. Discover now