***

154 10 4
                                    

21 აგვისტო იყო.
დაქალებთან ერთად ზაფხულის ბოლო დღეების გასატარებლად  აგარაკზე წავედით. პირველივე საღამოს იმის აღსანიშნავად, რომ შევიკრიბეთ და ამ დღეებს ერთად ვატარებდით, წვეულების მოწყობა გადაწყვიტეს. თავიდან უარზე ვიყავი, რადგან ვიცოდი უცხო ხალხიც იქნებოდა, ეს კი არ მსიამოვნებდა. თავიდან ცივ უარზე ვიყავი, ათასი რამ მოვიფიქრე, იმისთვის რომ წვეულება არ გაგვემართა, მაგრამ საბოლოოდ დავმარცხდი.
წვეულება გამართეს.
ალკოჰოლისა და სიგარეტის სურნელი ოთახში ყოფნას აუტანელს ხდიდა. გარეთ გასვლა ვარჩიე. უალკოჰოლო სასმელი ავიღე და ხალხს გამოვეცალე. მუსიკის ხმა გარეთაც აღწევდა, სასმელს ვსვამდი და გარემოს ვათვალიერებდი. ყველაფერი ძალიან ლამაზი იყო. უამრავი ყვავილი ბაღში, აუზი, რომელიც მთვარის შუქს ირეკლავდა. ვარსკვლავებით მოჭედილი ცა, სუფთა ჰაერი..

- შეიძლება ჩამოვჯდე? ხელით მანიშნა ბიჭმა ჩემს გვერდით მდგომ სკამზე და ღიმილით შემომხედა.
გრძელი,ხუჭუჭა თმა ჰქონდა.ლამაზი, მწვანე თვალები და საოცარი ღიმილი. აქამდე არასდროს შემხვედრია,მაგრამ პირველივე დანახვისას ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე მეგონა ვერასდროს შევძლებდი მის დავიწყებას.
საბოლოოდ ასეც მოხდა.
მისი გარეგნობით დატყვევებულმა მხოლოდ თავის დაქნევა შევძელი. გვერდით მომიჯდა და სიგარეტი მოიმარჯვა.

- როგორც მივხვდი წვეულებები არ გიყვარს.  მითხრა და სიგარეტს მოუკიდა, თან სასმელი მოსვა.

- მართალია, არ მიყვარს ალკოჰოლისა და სიგარეტის სუნი, არც ხალხმრავლობა და არც ის გამაყრუებელი მუსიკის ხმა, სახლიდან რომ გამოდის. მხრები ავიჩეჩე და ცას ავხედე.
დუმდა.

- უცნაური ხარ..ცოტახნის შემდეგ ჩაილაპარაკა. ცას თვალი მოვწყვიტე და მას შევხედე.

- ასე ფიქრობ? ვკითხე და ახლა მზერა აუზზე გადავიტანე.

- კი. ყველა შენს თანატოლს უყვარს ის რაც შენ ჩამოთვალე, დალევა, მუსიკა, გართობა. შენ კი.. შენ სხვანაირი ხარ..
ხმა არ ამომიღია, უბრალოდ ჩავიცინე და ბალახზე წამოვწექი.

- სულ დამავიწყდა შენთვის სახელი მეკითხა. ცოტახნის შემდეგ ისიც ბალახზე წამოწვა და ცას ახედა.

- მერიენი. მერიენ უორქსი.

- ჰარი. ჰარი სტაილსი. სასიამოვნოა შენი გაცნობა მერიენ. ჩაილაპარაკა და ვიგრძენი როგორ შემეხო ხელზე..
მესიამოვნა მისი შეხება.
პატარათი ჩამეღიმა და თავს უფლება მივეცი მეც ჩამეკიდა მისთვის ხელი. მთელი ღამე ასე ვიყავით. მუსიკის ფონზე, ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ვუყურებდით.
ხმას არცერთი ვიღებდით.
ეს დუმილი არ ყოფილა არც უხერხული, არც მომაბეზრებელი, პირიქით ეს მომწონდა.
მას შემდეგ მასთან ერთად 1 წელი გავატარე. 1 დაუვიწყარი, ზღაპრული წელი.
დილას როდესაც ვიღვიძებდი და პირველივეს მის სახეს ვხედავდი, მთელი დღე მყოფნიდა, იმისთვის, რომ ბედნიერი ვყოფილიყავი.
ერთადერთი იყო,ვისგამოც შეიძლებოდა მეტირა ან მთვრალს მემღერა რაღაც იდიოტური,ძველმოდური სიმღერები.
მიყვარდა.
ვისხავდი მის სუნამოებს,ვეხუტებოდი მის მაისურებს,ვეტრფოდი მის თმას და ამით ბედნიერი ვიყავი.
ისე,როგორც არასდროს.
შემდეგ იცით რა მოხდა?
მისი სიცოცხლე ხელიდან გამომაცალეს.
ერთადერთი რამ რის გამოც ცხოვრება მიღირდა ხელიდან გამომაცალეს.
იმ ღამით აგარაკზე წავედი.
ვიფიქრე, თუკი იქ დავბრუნდებოდი სადაც ყველაფერი დაიწყო, იქნებ ყველაფერი შეცვლილიყო. მთელი ღამე ისევე ვიწექი ბალახზე და ვარსკვლავებს ვუცქერდი.
ყოველთვის მოვდიოდი, იმავე ადგილზე ვწვებოდი და ველოდებოდი იქნებ ყველაფერი შეცვლილიყო.
მეუბნებოდნენ, რომ ახალი ცხოვრება დამეწყო. ამას ადვილად ამბობდნენ რადგან არ ქონდათ გამოცდილი ის რაც მე გამოვცადე.
მე ის მიყვარდა.
მათ კი ხელიდან გამომაცალეს.
მენატრებოდა, უღმერთოდ მენატრებოდა..

I loved him.Where stories live. Discover now