1| სახლი

27 3 3
                                    

„წწ.. წწ... წწ.. წწ.." დილის 6 საათზე მაღვიძარამ დარეკა. როგორც ყოველთვის ავდექი მოვწესრიგდი და პატარა სამზარეულოში გავედი. ფანჯრიდან მზის სხივები მაგიდას ანათებდა. მაცივარი გამოვაღე და გუშინდელი პიცის ნაჭერი ავიღე. რთულია ცხოვრება როცა მარტო ხარ, არანაირი კონტაქტი მშობლებთან და არც ძმებთან. ყოველი დღე ერთფეროვანია. ელექტრო ჩაიდანთან მივედი და ყავის გაკეთება დავიწყე როცა კარზე კაკუნი გავიგე.
-ვინ არის?- ვიკითხე და ჭუჭრუტანაში გავიხედე. ვერაფერი დავინახე. ეტყობა ვიღაცას ჭუჭრუტანაზე ხელი ქონდა აფარებული. კარები გავაღე და მთელი სისწრაფით შემოვარდნილ ძმისშვილს თვალი გავაყოლე.
-როგორ ხარ ნიკა ბიძია?- ტახტზე ახტა და ტელევიზორის პულტს დაუწყო მოძებნა.
-რამდენჯერ გითხრა რო ბიძია არ უნდა დამიძახო, მაბერებს. ჯერ ხომ მხოლოდ 22 წლის ვარ...- მივხვდი რო არ მისმენდა, თვალები დავატრიალე და ყავის გაკეთებას დავუბრუნდი. სანდრო ჩემი უფროსი ძმის ოთოს შვილია. სხვებისგან განსხვავებულია და შეგიძლია როგორც 17 წლის ბავშვს დაელაპარაკო და გაგიგებს, როცა ყურადღება სხვა რამეზე არ ააქვს გადატანილი. 2 წელია რაც სკოლაში შევიდა და დილაობით სანამ სკოლაში წავა, ჩემთან მოდის. საათს დავხედე და უკვე 7 იყო.
-სანდრო, მაგვიანდება და მამაშენი ან დედაშენი სად არიან?
-მგონი ქვემოთ მძღოლი მელოდება, გინდა სამსახურში მიგიყვანო?
-არა, მადლობა შეთავაზებისთვის. კარგი წამოდი წავიდეთ.
ყოველი ჩემი დილა ესე იწყება. ვიღვიძებ, ვსაუზმობ, სანდროსთან ვერთობი და სამსახურში მივდივარ.
სამსახური არც ისე შორს მაქ სახლიდან, მეტროთი 15 წუთში იქ ხარ. გაყიდვების მენეჯერი ვარ. ხელფასი დიდი არაფერი მაქ მაგრამ ერთ კაცს ყოფნის.
-გამარჯობა ნიკა.- მესალმება ნუცა რომელიც უკვე 3 წელია გამყიდველად მუშაობს. ოფისი მაღაზიის უკანა მხარეს მაქ, პატარაა, მაგრამ მე მყოფნის. სულ ვფიქრობ ხომ შემეძლო რო იმხელა ოფისი მქონოდა რამხელაც დინამოს სტადიონია. ყველაფერს მონდომება სჭირდება. მინდა რო იმდენი ფული მქონდეს რომ მომავალ ცოლს და შვილებს ყველაფერი აუხდეთ, ამისთვის კი ყველაფერს გავაკეთებ.
სამსახურს საღამოს 9-ზე ვამთავრებ და სახლში ვბრუნდები. მარტო ვრჩები, ვერავის ველაპარაკები. აივანზე ვზივარ და თბილისის ლამაზ ხედს გავყურენ ხოლმე.

*****************
პრივეტ!
♥️თუ მოგეწონათ ძალიან გთხოვთ დაავოუთოდ.♥️
🍷შემდეგი ნაწილი მალე გამოვა🍷

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Aug 17, 2020 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

სულიWhere stories live. Discover now