თავი 12.

7.4K 212 208
                                    

"მიხარია სამზარეულოს რომ დაუბრუნდი"-ღიმილით მეუბნება ინგა.

ხელებს ტილოთი იმშრალებს და მზერას არ მაშორებს. გავუღიმე და კარადიდან საჭირო ინგრედიენტები გამოვალაგე.
ინგა სათითაოდ აკვირდებოდა ყველაფერს და თან სამზარეულოს ლაგებას აგრძელებდა.

"მეც მიხარია, თან ძალიან.
ძნელი იყო დაბრუნება, მაგრამ გამომივიდა"-გავუღიმე და მხრები ავიჩეჩე.

"კარგია ჩემო ლამაზო, ცხოვრება უნდა გააგრძელო ყველაფრის მიუხედავად"-თავზე მაკოცა და მხარზე ხელი მომხვია.

"ვახოს სძინავს? დიდი ხანია არ გაგვიყვანია სასეირნოდ"

"გარეთ მის გაყვანას ვერიდები.
დაბალი იმუნიტეტი აქვს და არ მინდა გაცივდეს. ძალიან ცივა ამ ბოლო დროს"-შეწუხებული ხმით მითხრა.

"რა კარგი იქნებოდა, რომ გათოვებულიყო"-ნაწყენი ხმით ამოვიბუტბუტე.

"იმდენი ხანია არ გავსულვარ თოვლით დაპენტილ ეზოში"-ამოიოხრა ინგამ.

ჩემს საქმეს შევუდექი და თან ინგას დავუგდე ყური. სამზარეულოს მაგიდას დაეყრდნო და მზერა გაუშტერდა.

"ადრე, როცა პატარა ვიყავი, ჩემთან სოფელში ძალიან დიდი თოვლი მოდიოდა. ისე გვიხაროდა ყველას და ისეთი კარგი შეგრძნება იყო.
ყველანი რომ სახლებში შევიყუჟებოდით და თბილ ღუმელს მივუსხდებოდით.
მამაჩემი ისეთ კარგ ისტორიებს გვიყვებოდა, რომ იქვე გვეძინებოდა.
დედაჩემი ცხელ ჩაის და თუ გაგვიმართლებდა გემრიელ კაკაოს მოგვიმზადებდა"-გაეღიმა ინგას-"კარგი დრო იყო, ტკბილი. ახლა ქალაქში რომ დავდივარ, ყველაფერი ძალიან ცივად მეჩვენება. სულაც არ მახსენებს ეს განათებები ძველ დროს. ის მაინც სულ სხვა იყო. აღარ მიხარია ახალი წელი და ზამთარი ისე, როგორც უწინ"

ინგას სიტყვებმა დამასევდიანეს.
ისეთი თვალები ჰქონდა... აუწყლიანდა და ხელით შეიმშრალა. მერე გაიღიმა და ისევ მე შემომხედა.

მე და შენWhere stories live. Discover now