>7<

675 111 19
                                    

ჯონგუკი აკეთებს ყველა იმ პროცედურას რასაც ჯიმინი ეუბნება.ჭამს,ბანაობს და წვება.ჯიმინი საბანს აფარებს და გვერდებში კარგად უკეცავს რომ სიცივე არ შევიდეს.ასმევს წამალს და ჯდება საწოლზე.

- და სად გაცივდი ასე?

- გამოძახებაზე.ზედმეტად ცივი წყალი იყო,ფაქტობრივად გავიყინე.

- ხო ეს..._ ტელეფონზე მოდის შეტყობინება და ჯიმინი სიცილით სწერს.

- ვინაა?_ინტერესდება ჯონგუკი.

- თეჰიონი._მოკლედ და კონკრეტულად.

- და რა უნდა?_ღიზიანდება ჯონგუკი და ტუჩს მაღლა სწევს ზიზღის გამოსახატად.

- მან გამოგზავნა ფოტო სადაც ის და ჰოსოკი ერთად არიან აზიურ სამზარეულოში,ცხვირებში ჩოფსტიკებით,ანუ ჯოხებით შერჭობილი._ის იცინის და ჯონგუკი ამას გაოგნებული უყურებს,ჯანდაბა ძალიან ლამაზია.

- მანახე ფოტო_ითხოვს ის.

- ბოდიში,ეს პირადულია,მე არ მაქვს უფლება გაჩვენო_პირადული? რა პირადული? ეს სასაცილოა! უფლება არ აქვს თურმე და იმის უფლება აქვს ასე რომ უშლის ნერვებს ჯონგუკს?

- კარგი არაუშავს_თავისთვის ბუტბუტებს ჯონგუკი.ჯიმინი ხმოვან შეტყობინებას გზავნის.

- ჰეი თქვე სულელო ხახვებო,უჩემოდ არ ჭამოთ არაფერი,მაინტერესებს როგორი ჭამა იცით,უნდა დაგცინოთ._ღიმილით გზავნის ხმოვანს.ჯონგუკი იღიმის,ნამდვილი იდიოტია და მშვენივრად ხვდება.ცოტახანში ისევ მოდის შეტყობინება და ამჯერად თეჰიონის ხმა.

- ჰეი პატარავ_პატარააააავ? ჯონგუკი საწოლში ტრიალს იწყებს და სახეზე წითლდება_გელოდებით,ჯინი მოვიდა,ძალიან საყვარელია და მაგრად უბერავს,სოჯუთი დათვრა და მღერის,მოდი ძალიან სასაცილოა და შენ სად ხარ?

- გზაში ვარ_აგზავნის ხმოვანს.რა ჯანდაბაა? გზაში? რატომ მალავს რომ ჯონგუკთანაა?ჯონგუკი ხელიდან გლეჯს ტელეფონს და ხმოვანს გზავნის.

- თქვენი დედაც,აახვიეთ აქედან,მე ცუდად ვარ და ჯიმინი ჩემს მოსავლელად რჩება_გაბრაზებული უწვდის ტელეფონს ჯიმინს.პაკი წარბებს მაღლა სწევს.

- რაო? მე არ ვრჩები აქ.შენს გარდა სხვა მეგობრებიც მყავს_უსვავს ხაზს მეგობარს და ჯონგუკს აღიზიანებს. ,,და მაინც რა ჯანდაბა მჭირს?" საკუთარ თავს ეკითხება ჯონგუკი.

- კარგი როგორც გინდა_მხრებს იჩეჩავს ის და საბანში ძვრება.

- აუტანელი_ჩუმად ამბობს ჯიმინი და ფეხზე დგება_ნახვამდის,თუ რამე დაგჭირდეს დამირეკე.

- რა თქმა უნდა_გაბრაზებული ემშვიდობება ჯონგუკი_შუქი ჩააქვრე სანამ გახვალ და კარიც კარგად გაიხურე სახლს რომ დატოვებ.

- კარგი ჯონგუკ,კარგი_იღიმის სვედიანად და მიდის.აქრობს შუქს,მისაღებიდან კარის ხმა ისმის.ჯონგუკი ბრაზობს საკუთარ თავზე.რა ხდება? რატომ ემართება ასე? რა უნდა ჯონგუკს ჯიმინისგან? მეგობრობა რატომ არ ყოფნის? ამ კითხვებზე პასუხი არ არის ამიტომ ჯონგუკი იძინებს.

***

სამი თავი ცოდვილებო და იქნება გამოხატოთ მადლიერება ასე რო ვიტანჯები.

The Hands Create Heat ✔Where stories live. Discover now