11

1.9K 100 43
                                    

  სეულში ჩასვლის შემდეგ, გუკი და თეჰიონი გზას ფეხით გაუდგნენ. ცოტა არ იყოს  მათი საუბარი კამათშიც კი გადაიზარდა ჯონგუკის მოსწრებულობის გამო, მაგრამ საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ საღამოს ვახშამზე ყველაფერს ფარდას ახდიდნენ.

  სიმართლე გითხრათ ველოდი კიდეც, რომ საბოლოოდ ყველაფერი ნათელი გახდებოდა და ალბათ თქვენც, მაგრამ არა ასე.

  წარმოიდგინეთ, როგორი რეაქცია ექნება ბატონ კიმს ამ ყველაფრის გაგონების შემდეგ, თეჰიონს ხომ ისედაც უსარგებლო ნივთად თვლის,ამის შემდეგ კი ეს ყველა ზიზღი და ყველა უარყოფითი აურა თეჰიონისკენ მიმართული კიდევ უფრო გაიზრდება, თუ პირიქით ერთხელ და სამუდამოდ დაფიქრდება ყველა მის ცუდ საქციელზე მისი შვილის მიმართ, მიუახლოვდება და გულში ჩაიკრავს, პატიებას თხოვს და თეჰიონიც აპატიებს.

  რას ფიქრობთ? დიახ, არ ცდებით მეც პირველ მოსაზრებას ვემხრობი.

  რთულია როცა გინდა მშობლებისთვის იდეალური შვილი იყო, მაგრამ კიდევ უფრო რთულია როცა ისინი თავად გაიძულებენ იდეალური იყო.

  ზოგადად რაში მდგომარეობს იდეალურობის აზრი? თქვენი აზრით ამ ცხოვრებაში რაიმე არის იდეალური? (კიმ ნამჯუნ, კიმ სოკჯინ, მინ იუნგი, ჯონ ჰოსოკ, პაკ ჯიმინ, კიმ თეჰიონ, ჯონ ჯონგუკ, ბითიეეეეეს.... კაი წავედი😂) რაიმეს შეიძლება იდეალური ვუწოდოთ? (ბითიესსსსს🤷‍♀️)....
იდეალური არაფერია და სწორედ ამიტომ მივისწრაფვით იდეალურებისკენ.
გვაინტერესებს რა არის იდეალურობა, როგორია იგი.

მინდა გითხრათ ისიც, რომ სწორედ ეს ორი პიროვნება მიისწრაფვოდა იდეალურობისკენ, ნებით თუ უნებლიედ.

   ბევრი საუბრის შემდეგ შეამჩნია გუკიმ, რომ უკვე თეჰიონის სახლთან მისულიყვნენ, თეჰიონის ხელი აიღო ნაზად ეამბორა ჯერ ხელზე, შემდეგ შუბლზე, თვალები და ტუჩები დაუკოცნა და ყელზე ძალიან ძალიან ნაზი და ამავდროულად ვნებიანი კოცნა დაუტოვა ჩახუტებასთან ერთად.

My teacher (დასრულებული)Where stories live. Discover now