2.

12 3 4
                                    

- სად იყავი ამდენ ხანს ჰაზ?-ვკითხე.
- ლოს-ანჯელესში, ხომ იცი ჩემი ამბები ხან სად ვარ ხან სად. ახალ ტურნეს ვაწყობ და მენეჯმენტთანაც, ცოტა-ხელებით მაჩვენა-აი, ძალიან ცოტა ცუდი ურთიერთობა მაქვს.-მითხრა და გაიკრიჭა. ანუ ეს იმის მანიშნებელია, რომ ძალიან დიდი უთხანხმოება აქვს, მენეჯმენტთან.
- გასაგებია.-ჩავიცინე.
- შენ როგორ ხარ?-მკითხა მანაც გაცინებით, მაგრამ მაშინვე შეწყვიტა სიცილი როდესაც მე შემნიშნა. და როგორ ვარ? კარგად? ცუდად? საერთოდ ვარ?
- კარგად ვარ ჰარი.-ვთქვი და ყველანაირად ვეცადე რომ ღიმილი შემეკრა. მაგრამ აზრი ექნებოდა? ის მე მიცნობს.
- იმ ნაბიჭვარს, უდიდესი სიამოვნებით მოვკლავდი, ამის უფლებას რომ, მაძლევდე, ბელს.-მითხრა და ყელზე ძარღვები დაეჭიმა. საერთოდ არ გამომსვლია ღიმილი...
ჰარის ხელზე ხელი დავადე.
შემომხედა, მისი თვალები...
ღმერთო! ისინი არ უნდა იყვნონ ამ ფერის. ჩემი მწვანე ფერი მინდა.
აღარ დავფიქრებულვარ, უცბად წამოვხტი ფეხზე და ჰარის მთელი ძალით ჩავეხუტე. ავქვითინდი... მანაც შემომხვია ხელები ზურგზე და შუბლზე მაკოცა.
დავმშვიდდი.
პატარა რომ ვიყავი, მაშინაც ასე იყო.
ჩემი მცველი მოდიოდა და არ მაძლევდა დაცემის უფლებას.
- ძალიან მომენატრე, ჭიამაიავ.-მითხრა და უფრო მეტად მომეხვია. ჭიამაია, მომენატრა ეს, ზედმეტსახელი.
- მეც ძალიან, ჩემო გმირო.-ვუთხარი მეც და ზემოთ ავიხედე მის, თვალებს შევხედე და გამეღიამ. ისევ მწვანეა. ჰარიმ სახე დამიჭირა და ლოყები ძალიან ძლიერად ჩამიკოცნა. მეც გავიცინე, იმიტომ რომ, ჰარის ნაკოცნები, სულ მეღატუნება.
- ჰაზ, დედა და ჯემა როდის მოვლენ?-ვკითხე.
- წესით წუთი წუთზე აქ უნდა იყვნონ.-მითხრა-მანამდე კი შეგვიძლია ძალიან გემრიელობები მივირთვათ.-უცბად დაამატა და თვალი ჩაგვიკრა მე და ედს...
- ჰარი მართალია ტკბილეული კარგია მაგრამ ედს საჭმელი უფრო უყვარს, ამიტომ რამეს გავაკეთებ.-ვთქვი და სამზარეულოსკენ წავედი.
- დედა!-დამიძახა ედმა-პიცა რომ გავაკეთოთ?-მკითხა საყვარელი თვალებით. აი ახლა ამას როგორ უნდა აწყენინო. ჰარის შევხედე, "ხომ გითხარი" მზერით და გავიცინეთ.
- კარგი დე.-ვუთხარი და საჭირო ინგრედიენტების მზადება დავიწყე....
გამიმართლა რომ დედას მზა ცომი ქონდა.
პიცა ყველანაირად გავამზადე და ღუმელში შევდე...
ცოტა ხანი დაველოდე და ჩვენი გემრიელობაც მზადაა.
- ედიი! ჰარიი! ბიჭებო, მოდით მზადაა!-გავძახე სამზარეულოდან და ისინიც მაშინვე შემოცვივდნენ.
- ბელს საოცარი სურნელია მთელს სახლში!-მითხრა აღფრთოვანებულმა ჰარიმ.
- ძია, დედიკო სულ გემრიელობებს აკეთებს ხოლმე. თუ გინდა ჩვენთან მოდი ხოლმე და გაჭმევ.-უთხრა ედმა ჰარის და გაეკრიჭა.
- ამის შემდეგ ხშირად მელოდეთ ხოლმე, თქვენთან სტუმრად.-თქვა და საჩვენებელი თითი აგვიწია გაფრთხილების ნიშნად.
- გპირდები რომ საპატიო სტუმარი იქნები ყოველთვის.-ვუთხარი და გავიცინე.
- კარგი ეხლა ვჭამოთ რა, ძალიან მშია დეეე...-დაიწუწუნა ედმა.
- კარგი ჩემო სიცოცხლევ, მიირთვი.-ვუთხარი და ლოყაზე ძლიერად ვაკოცე. შემდეგ მეორე სიცოცხლეს მივუახლოვდი და მასაც იგივე გავუმეორე.
ჩემი ბიჭები პიცას მიირთმევდნენ როდესაც კარების გაღების ხმა ისმის და დედა შემოდის, მას კი ჩემი გადარეული და მოჰყვება.
როდესაც, შემამჩნიეს ჯერ ერთმანეთს გახედეს და რამოდენიმე წამის შემდეგ, მე მიწაზე ვიყავი გართხმული, ჯემა კი მეხუტებოდა.
დედა კი დაგვცინოდა.
- მომენატრეეეე ბელსიი!-დაიკივლა ჯემამ და ისევ ჩამკოცნა.
- მეც მომენატრე, ჯემ.-ვუთხარი და ვაკოცე.
- ღმერთო გოგონებო, ოდნავადაც არ გაზრდილხართ-გვითხრა დედამ და მე გადამეხვია. მეც მოვხვიე ჩემი ხელები და მთელი ძალით მივეკარი.
- ბელსი ეხლა მე ოთახში უნდა ავიდე და გამოვიცვალო. რომ ჩამოვალ ამბები მომიყევი.-მითხრა ჯემამ და ზემოთ გაიქცა.
- ბებია ენ!-დაიძახა ედმა და დედასკენ გამოიქცა. ცოტა ხანში კი ჩახუტებულები იდგნენ.
- აი ნახე, ახალი ადამიანი ნახა და სულ დაივიწყა ბიძია.-თქვა 'ნაწყენი' ხმით ჰარიმ.
- არ გამებუტო რა!-თქვა მოწყენილი ხმით და ჰარის მოხვია ხელები.
- როგორია შენსავით ტკბილ არსებას გაებუტო.-თქვა ჰარიმ და კისერში კოცნა დაუწყო.
- აბა აქ ვინ არისოო?-იკითხა ჯემამ. ედმა კი მისი ხმის გაგონებისთანავე, გაუშვა ხელები ჰარის და ჯემასაკენ გაიქცა.
- ვინ არისო დეიდას სიხარულიო?!-იკითხა ჯემამ და ედს, ლოყებზე კოცნა დაუწყო.
- მომენატრე.-უთხრა ედმა და ხელები მოხვია კისერზე.
- ვუიმე მეც მომენატრე ტკბილო.-უთხრა ჯემამ და მისი ჩაკოცვნა განაგრძეს!
როდესაც, ჩაკოცვანას და ერთმანეთთან მოსიყვარულებას მორჩნენ, ჯემამ ხელი დამავლო და ასე ავღმოჩნდი მის ოთახში.
- აბა, ბელსი რა ხდება შენსკენ ახალი?-მკითხა.
- ისეთი არაფერი, როგორც ყოველთვის, ერთი და იგივე.-ვუთხარი.
- მისგან ახალი არაფერი ისმის?-მკითხა ნაღვლიანად.
- ჩემთვის არა, მაგრამ დღეს, როდესაც ბებია ჯუდიტთან ვიყავი, მითხრა რომ ის სამ დღის წინ იყო მასთან მისული.-ვუთხარი- ღმერთო ჯემა, მან ჩემი წიგნი ნახა.-ვუთხარი და თავზე ხელები მოვისვი.
- მოიცა რა? მან რა იცის რომ მწერალი ხარ?- იკითხა გაოცებით.
- ალბათ, როდესაც წიგნი ვნახე, ფურცლების ქვეშ მზის ყვავილი ვანახე.-ვუთხარი და ღიმილიც შემეპარა.
- მზის ყვავილი?-მკითხა და ჩაფიქრებულმა ჩაიცინა, ის ჩაიცინა თითქოს რაღაც ტკბილს იხსენებდა წარსულიდან.-ისევ ისეთია, საერთოდ არ შეცვლილა.-თქვა და ისევ გაიღიმა თავის ქნევით.
- მეშინა ჯემ.-ვთქვი და ავქვითინდი.-მინდა ძლიერრი ვიყო მაგრამ არ გამომდის.-ვუთხარი და ამოვიტირე.
- იზაბელა სტაილს! კარგად მომისმინე! შენ ხარ დამოუკიდებელი ქალი. თანაც ისეთი ქალი, რომელზეც ნებისმიერი დორბლებს ყრის. შენ მეუბნები რომ ძლიერი არ ხარ? კარგი რა, შენზე ძლიერი ამ სამყაროში არავინ მინახავს! შენ რომ ძლიერი არ იყო! ედი ეხლა ჩვენს გვერდით არ იქნებოდა! შენ რომ ძლიერი არ იყო! ვერც შენ იქნებოდი ჩვენთან! შენ რომ ძლიერი არ იყო, აქმდე ვერავინ მოვაღწევდით! მომისმინე ბელსი, საკუთარი თავის გწამდეს, შენ თვითონაც კარგდ იცი, ეს როგორი მნიშვნელოვანია ყველასთვის!-მთხრა და ჩამეხუტა. მართალია გადარეულია, მაგრამ დიდი დაიკოს, დამრიგებლურ ამპულას, არასდროს ტოვებს.
საუბარს ცოტა ხანშივე მოვრჩით და ქვემოთ ჩავედით.
დედა სამზარეულოს ალაგებდა, რომელიც იმ ორ ვაჟბატონს მიერია, რომლებიც ეხლა დატუქსულები სხვადასხვა კუთხეში იდგნენ.
სანახაობაზე მე და ჯემა ავხარხარდით.
ედიც აგვყვა სიცილში, ხოლო ჰარიმ სამივეს 'მკვლელი' მზერით შემოგვხედა.
ამაზე ცალკე ავხარხარდით.
სამზარეულოს დალაგებაში დედას მოვეხმარეთ და უკვე დროც მოვიდა რომ სახლში წავიდე.
- კარგით, თქვენთან ძალიან კარგი იყო. ხვალ ჩემთან ხართ სტუმრად დაპატიჟბულები.- ვუთხარი და ედს ხელი მოვკიდე.
- კარგი ბელსი ხვალ შენთან ვარ.-მითხრა ჯემამ-თან დეიზისაც და ეშაც გავუვლი და ერთად მოვალთ.
- კარგი ძალიან გამახარებთ.-ვუთხარი და გავუღიმე.
- ეეე თუ გოგოები იქნებით მაშინ ბიჭებსაც ვეტყვი და თავიანთ პარტნიორებთან ერთად მოვიდნონ.-მითხრა ჰარიმ წუწუნით.
- კარგი არანაირი პრობლემა არაა, თანც პატარები წამოიყვანონ, დიდი ხანია უკვე, რაც აღარ უნდახავთ ერთმანეთი.-ვუთხარი და სახლიდან გამოვედი.
- კარგიი.-თქვა გახარებულმა ჰარიმ.
- აბა კარგად ბელსი.-მითხრა ჯემამ და მაგრად ჩამიხუტა. შემდეგ ედისაკენ ჩაიცუცქა და ჩაკოცნა.
- კარგად ბეე.-დაუძახა ედიმ დედას.
- კარგად ბებოს ტკბილო.-უხრა დედამაც და ჩაიხუტა.
- აბა კარგად ძიას კაცი, ხვალ გნახავთ და ბიჭებმა ვიცუღლუტოთ.-შესთავაზა ჰარიმ, შენდეგ კი ჩაკოცნა. მეც გადავკოცნე ყველანი და სახლისაკენ წამოვედით.
როდესაც, მივედით უკვე გვიანი იყო, ამიტომაც ედი დასაძინებლად გავუშვი და მე წყალთან წასასვლელად მოვემზადე.
როგორც ყოველთვის, ერთი პატარა ქილა ავიღე, მელანი და ფურცელიც მიცაყოლე და წავედი.

წყალთანაც მალე მივედი, ფურცელზე მელნით დავწერე სიტყვა, გადავახვიე და ქილაში მოვათავსე. ქილას ვაკოცე, გულთან ახლოს მივიდე და ცას ავხედე.მისი თვლები.
ქილა უკვე შეუერთდა თავისიანებს.
მაგრამ განსხვავებული წარწერით.

'მზისყვავილი'.
___________________
^^^^^^^^^^^^^^^^^^^
V&C
თქვენი აზრი გამოხატეთ რა😗

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Sep 19, 2020 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

StillWhere stories live. Discover now