სიჩუმეე

107 5 0
                                    

დამნაშავენი ხართ......
ყველა თქვენგანი ჩემი უბედურების მონაწილენი ხართ......
უყურებდით შორიდან სანახაობას არაფრით მეხმარებოდით.
გაიქეციიით!! ისინი მოდიაან..........!!!!!
რამდენი ვერ გადავიტან დღის გადატანა ვაიძულეე ჩემს თავს. ყოველი ღამე გათენებული დილის შემდეგ ჩემს თავს სარკეში ვუყურებ. იცით რას ვხედავ? მახინჯ სულს. სულს რომელიც 100 ნაწილად არის გახლეჩილი. იცით რისი სუნი ასდის? გახრწნილი სხეულის,სისხლის,გამქრალი ოცნებების და უიმედობის სუნი ასდის.
ნაბიჯების ხმა ისმის...... ისინი მოდიან დაიმალეთ. ყველაფერს წაგართმევენ რაც კი ამ ქვეყნად ძვირფასი გაგაჩნიათ. როდესაც ისინი გიპოვიან შენც მე დამემსგავსები. ცხოვრება დაგიმახინჯდება. შენს სულსაც ჩემი ღამის კოშმარის სუნი ექნება. ყოველ ღამე გაიგებ მათ ხმას. ისინი მაინც გიპოვიან.

ღამის კოშმარები არ მოგასვენებენ

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

ღამის კოშმარები არ მოგასვენებენ. ჩემს ღამის კოშმარსაც აქვს თავისი სახელი და მას დედაჩემის სახელი ჰქვია. თქვენ ყველამ ნახეთ ეს ყველაფერი.... შენც ნახე ყველა თქვენგანმა. თქვენ დამაახინჯეთ ჩემი ცხოვრება. ამ ყველაფერს უყურებდით ისე როგორც ახალ დადგმულ სპექტაკლს. იცინოდით ქალის მკვლელობაზე რომელიც ალკოჰოლიკი იყო და თავის შვილს სცემდა. თუმცა არ იცოდით სინამდვილე. მოდიოდით დამცინავი ირონიული მწუხარე სახით. ყოველ ღამით ერთი და იგივე სურათი მეხატება თვალწინ. ხმაც ჩამესმის..... ნაბიჯების ხმააა. ისინი ამბობენ : მოდი პატარაავ მოდიიი. გაყურებინებენ საყვარელი ადამინის სიკვდილს. იგრძნობ სუნს სიკვდილის და გახრწნილი სხეულის სუნს. შენი მუხლები რომელიც იატაკს ასე ძალიან არის მიყრდნობილი ნელ-ნელა სისხლის სიმხურვალე დააშორებს. სისხლის სუნს იგრძნობ იგრძნობ როგორ იყინება მის ვენებში სისხლი. დაინახავ როგორ მიედინება სისხლი სხეულიდან იატაკამდე მთელი ოთახი სისხლში იქნება ამოსვრილი შენი ჩათვლით. დაინახავ მის გაყინულ მზერას. ეს სურათი კი შენს ღამის კოშმარად იქცევა.
მე ჰანა ვარ და ეს ჩემი ისტორიააა......

სიჩუმეWhere stories live. Discover now