1.

4.1K 114 16
                                    


1

მესამე მსოფლიო ომის შემდეგ,ქალაქში სიტუაცია აირია და ქალების პატივისცემაც ერთ-ერთი იყო რაც დაიკარგა.

2015 წელს შედარებით დაწყნარდა სროლები, მაგრამ მდედრობითი სქესის წარმომადგენლები ჯერ კიდევ იგივე გასაჭირში იყვნენ.
გოგოებს უმოწყალოდ იტაცებნდენ, ყიდდნენ და კაცებს ატანდნენ.
იქ კი კარგი არაფერი ხდებოდა.

*

"თვალები გაახილე ლამაზმანო"-ვიღაცის საზიზღარი ხმა გოგონას აღვიძებს და შიშის ზარს სცემს.
დაფრთხა,შეეშინდა,კანკალმა აიტანა და ტირილი დაიწყო.-"ხომ არ დავიტოვოთ?"-
ბინძური ენით იკითხა გამხდარმა,შეუხედავმა კაცმა და ყვითელი კბილები საშიშად გააკრიჭინა.

გოგომ ტირილს უმატა.
ყველა ხვდებოდა,რომ ზედმეტად უმანკო და საცოდავი იყო იქ მისაყვანად.

"არა!
ბოსს უნდა მივუყვანოთ.წინა ხომ დავაგემოვნეთ!"-არანაკლებ საზიზღრად თქვა მეორემ და გოგოს ხელი მაჯაში მოკიდა,მანქანისკენ მიათრევდნენ.

"არა!გთხოვთ!გამიშვით ხელი!"-განწირული ხმით ყვიროდა მაგრამ არავინ აქცევდა ყურადღებას,ყველას ფეხებზე ეკიდა ერთმანეთის ბედი.
ყველას მხოლოდ ერთი დევიზი ჰქონდა ქალაქში.
"გადარჩი"

"გაჩუმდი და გამოადგი ფეხი!"-დაუღრიალა სუსტმა და შავ დიდ მანქანაში ჩატენა,დამაძინებელი საშუალება შეასუნთა,თავზე შავი ტომარა
ჩამოაცვა და მშვიდად გაუყვნენ გზას.

უკვე მიჩვეულები იყვნენ.
უკვე არავის იწყალებდნენ.
უკვე სიამოვნებდათ კიდეც,ეს.
ცოდვილები იყვნენ.
ძალიან,ძალიან ცოდვილები.

*

გოგონამ თვალები,რომ გაახილა დიდ ოთახში იყო.
ვარდისფერი ფარდები,კედლები და ყვავილები დაინახა.
თეთრი ავეჯი და დიდი საწოლი რაზეც წამოწოლილი იყო.
თავიდან იფიქრა ეს ყველაფერი სიზმარი,
ხომ არ იყოო მაგრამ ეს არ ყოფილა მისი ან მისი რომელიმე მეგობრის სახლი.
ბევრად მდიდრული და ძვირადღირებული იყო.
თეთრეულიც ისეთი რბილი და სასიამოვნო იყო.
უნდა გაერკვია რა ხდებოდა,მაგრამ ამის მთლად დიდი სურვილიც არ კლავდა.

ამბებიდან იცოდა რა ხდებოდა და თავი მილიონჯერ დაწყევლა იმის გამო,რომ ღამით სახლიდან გამოვიდა.
თავის თავს აბრალებდა იმას რაც ახლა ხდებოდა.
ფრთხილად ადგა,როდესაც ფეხქვეშ რბილი თეთრი ხალიჩა იგრძნო,სიამოვნებისგან გააჟრჟოლა.
ფეხშიშველა ფეხებით კი მარმარილოს იატაკის კორიდორს გაუყვა,არ იცოდა სად იყო მისი ფეხსაცმელი,მაგრამ ახლა ის უფრო ადარდებდა,თუ თვითონ სად იმყოფებოდა.

Wild passion(L.P){completed}Where stories live. Discover now