თავიII

29 3 0
                                    

მთელი ღამე ტიროდა იო, აკლიმატიზაციის გამო იქნება, დღე-ღამე აერია.მთელი ღამე მეღვიძა.

მისი პატარა ტანსაცმელები გავრეცხე, ძლივს 7საათზე რომ ჩაეძინა. გაფენას ვაპირებდი,რომ გავედი ლუკას სახლისკენ გამექცა თვალი,არ მინდოდა, მაგრამ გავიხედე. სიგარეტის ბოლი ამოდიოდა გული ამიჩქარდა სოფოს სიტყვები გამახსენდა 'მარტო გადმოვიდა საცხოვრებლად'-ო.

მოვაშორე მის ფანჯრებს თვალი და გავიხედე ცისკენ ულამაზესი იყო. გამახსენდა ამავე სახლის სახურავზე რომ ვიჯექით პირველი დაბადების დღე იქ მომილოცა და ქილა მაჩუქა, სადაც ეწერა, რომ ვუყვარდი, რა იგრძნო პირველი დანახვისას, ჩუმად რომ მაკვრიდებოდა დღემდე მაქვს. დივანში მაქვს შენახული ლოჯში.

ამოხველება გავიგე და სახლში შემოვედი. იოანე ატირდა, დაღლილმა ამოვიოხრე და მასთან მივედი, გვერდით მივუწექი და ჭამა დაიწყო. ჩამეღიმა.ლაპარაკი დავუწყე:

-მამას გავხარ,მასავით მესაკუთრე ხარ,დარწმუნებული ვარ, რომ უყვარხარ ჩემო პატარავ მიუხედავად იმისა რომ არ გიცნობს და შენს შესახებ არ იცის. შენთვის თავს გავწირავ გპირდები-ცრემლები წამომივიდა-იოს რომ დავხედე ჩემი ცრემლი ლოყაზე დავარდნოდა-ბოდიში დე ბოდიში,ამ ერთხელ მაპატიე აღარ განმეორდება-ისე ვუხდიდე 5 თვის ბავშვს ბოდიშს, გეგონა გაიგებდა, მაგრამ ნამდვილად არ მინდა მან ჩემი ცრემლები ატაროს,ამიტომ გავჩერდი ხელშე ავიყვანე, სატყუარა პირში ჩავუდე, წამოვდექი და რწევა დავუწყე. ხუთ წუთში ჩაეძინა.

ცოტა ციოდა, ამიტომ უკან აივანის კარი დავხურე იოს ცოტა თბილად ჩავაცვი დავაფარე ერთი ვაკოცე და მეც ჩამეძინა.

დილით სოფიმ გამაღვიძა, თავზე მედგა, მეგონა მოხდა რამე, ადრე ამის გამო მაგრად მივლანძღავდი და ვეტყოდი "შეჩემისა შენ რო გღვიძავს მეც უნდა მეღვიძოს მეთქი!" მაგრამ ახლა არა...

-ბაიკო გაიღვიძეე?
-ხო სოფ რა ხდება

-ძაან ადრე კია, მაგრამ გავიყვან იოს ეტლი თუ გაქვს და დაიძინე შენ. გოგოები 12მდე არ მოდიან სძინავთ-გაეცინა მახსოვდა მარიამს საქმეები ქონდა, აი სუჯას კი გვიანობამდე ძილი უყვარდა ყოველთვის. გამეღიმა მოგონებებზე. იოსკენ გავიხედე არ იწვა

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Aug 01, 2021 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

***Where stories live. Discover now