💚🐍Bad Day🐍💚

326 19 38
                                    

ხო არის ისეთი დღეები რო იღვიძებ და უკვე გრძნობ რომ საშინელი დღე გექნება😩 ზუსტად ასე დამემართა დღეს მეც😔 ჯერ იყო დილით დამეძინა და საუზმეს ძლივს მივუსწარი, მერე აღმოვაჩინე რომ ჩემი საყვარელი ფენქეიქები რატომღაც აღარ იყო, ამის შემდეგ კი ჰერბოლოგიის გაკვეთილზე ვიღაც თავში ავარდნილ რეივენქლოელს ვეჩხუბე. აქაოდა ვითომ ყველაფერი ვიციო ენას აღარ აჩერებდა🤦🏼‍♀️ ამას ის მოჰყვა რომ სპრაუტმა ორივე გამოგვყარა და ოც-ოცი ქულა დაგვაკლო ორივეს🙃ყველაა მეზიზღებააა😣

-სულ შენი ბრალია ყველაფერი_დაიწყო გარეთ ნერვისმომშლელად წუწუნი გოგომ

-შენ რომ მოგეკეტა და თავი ისე არ მოგეჩვენებინა თითქოს ყველაფერი იცი არაფერიც არ მოხდებოდა🙃

ამის შემდეგ ლანჩზე იმ იმედით გადავჭამე ყველაფერი რომ დარჩენილი დღე უკეთესობისკენ წავიდოდა.

-გავიგე სპრაუტმა გამოგადო რა დააშავე?:დ_გვერდით მომიჯდა ჰერმიონი

-რავი ვიღაც რეივენქლოელს ვეჩხუბე😈მაგარი აუტანელი ვიღაცაა იყო ლამის თმით ვითრიე😂😷

ჰერმიონი გაკვეთილებს იმეორებდა როცა უცებ მკითხა

-შინაურ ელფებზეე რას ფიქრობ?

-ამმ ცოცხალი შინაური ელფი არასდროს მინახავს რადგან დედაჩემს ყველაფრის თვითონ გაკეთება უყვარდა. თუმცა როგორც ვიცი თავიაანთი საქმე უყვართ🤷🏼‍♀️

-როგორ შეიძლება მონურად მუშაობა მოსწონდეთ😖 შენც ზუსტად ჰარივით და რონივით ფიქრობ😔_აღშფოთდა ჰერმიონი

-არაა მონურად მუშაობაზე არ მითქვამს...

-კარგი წავედი გაკვეთილი მაქვს_აშკარად ნაწყენმა მითხრა და წავიდა. ესღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის.

ამის მერე ჰაგრიდის გაკვეთილზე წავეთრიე. გრიფინდორელები უკვე იქ იყვნენ თუმცა სლიზერინელებს სწრაფად სიარულით თავი არ შეგვიწუხებია😂

Girl From Slytherin💚🐍Where stories live. Discover now