4

1K 116 21
                                    

ანუ, ვოუთების და კომენტარების გამო არასდროს მიწერია არაფერი, მაგრამ დამეთანხმებით, რომ მათი სიმრავლე, მწერალს სტიმულს აძლევს

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

ანუ, ვოუთების და კომენტარების გამო არასდროს მიწერია არაფერი, მაგრამ დამეთანხმებით, რომ მათი სიმრავლე, მწერალს სტიმულს აძლევს. არ ვიცი, უბრალოდ გთხოვთ, რომ ერთი დაწკაპება ნუ დაგენანებათ, თორემ მგონია, რომ საშინელ რაღაცას ვწერ, რაც არავის არ მოსწონს.

~~~~
თურმე, მის საქმეში არ უნდა ჩავერიო, თორემ ძალიან ვინანებ. სრული სისულელე! მე უკვე ვნანობ, მის ცხოვრებაში რომ გამოვჩნდი და ახლა სამი თვე ისიც ჩემი ცხოცრების საშინელი ნაწილი რლმ უნდა იყოს. საერთოდ არ ვიცი,  როგორ უნდა გავუძლო ამ ადამიანს. უკვე მძაბავს ის ფაქტი, რამდენიმე თვე იმისი ატანა რომ მომიწევს, ვისაც ვერ ვიტან.
თეჰიონმა ეს სიტყვები რომ მითხრა, მომშორდა და ზემოთ ავიდა. მე ისევ ასე კედელთან აკრული დავრჩი და ვცდილობდი ამდენ ხნიანი სუთქვის შეკავების შემდეგ, მესუნთქა.
-იდიოდი, ტირანია, ტირანი-ჩემთვის, გონებაში ვბუტბუტებდი და წყალს  ვსვამდი.
ჭიქის ნამსხვრევები, რომლის გამოც ამხელა ამბავი ატყდა, აუცილებლად უნდა ამელაგებინა.  სინამდვილეში, მე ხომ მოსამსახურე თუ დამხმარე ვარ და ჩემი  მოვალეობა ესაა და არა მოსიყვარულე შეყვარებულის როლის თამაში.
დავიხარე და ნამსხვრევების აკრეფას ვცდილობდი, როცა სიფრთხილის მიუხედავად, მაინც გავიჭერი ხელი და მოულოდნელი, არასასიამოვნო ტკივილისგან, ხმამაღლა წამოვიკვნესე. სულ რამდენიმე წამი გავიდა, ის ტირანი რომ შემოვარდა სამზარეულოში.
-რა მოხდა-თქვა და ჩემკენ წამოვიდა.
-არაფერია, მივხედავ-ხელის დამალვა გადავწყვიტე, ზედმეტი პრობლემების შექმნა არ მინდოდა, მაგრამ წინ დამიდგა თეჰიონი და ხელი მისკენ გამაწევინა. სისხლი მომდიოდა, თანაც ძალიან.
-წამომყევი.
-არ მინდა, მე მივ-სიტყვა არც დამასრულებინა.
-გითხარი რომ უნდა წამოხვიდე.
წიმ გამიძღვა და მეც მისი წიწილასავით უკან ავედევნე, თან, სუნთავის დარეგულირებას ვცდილობდი, რადგან სისხლის ძალიან მეშინია და შეიძლება გონებაც დავკარგო.
ჩემს საძინებელში შემიყვანა და საწოლზე ჩამომსვა, თვითონ კიდევ უსიტყვოდ მოიტანა პირველადი დახმარების ყუთი და ჭრილობის დამუშავებას შეუდგა. ისე მტკიოდა და მეწვოდა, სუნთქვა გახშირებული მქონდა და თვალებს ვერ ვახელდი ტკივილისგან. ვგრძნობდი როგორ მისვამდა თეჰიონი რაღაც სითხეს და ტკივილიც უფრო და უფრო იმატებდა.
-გტკივა?-გავიგე მისი ბოხი ხმა და თან მაჯას მიმუშავებდა.
-ჰო-თვალები გავახილე და რომ დავიხედე, იმდენი სისხლი მომდიოდა, ერთადერთი რაც მახსოვს, თეჰიონის მიერ ჩემი სახელის რამდენჯერმე დაძახებაა, მერე კი სხეული ვეღარ ვიგრძენი, ძალა დავკარგე და ყველაფერი გაშავდა.

Helper-K•THWhere stories live. Discover now