-ჰიონ, გცალია? - კარზე ერთხელ დაკაკუნებას, მაშინვე მოყვა მამაკაცის ბოხი ხმა და ისე, სტუდიაში მყოფის პასუხს არ დალოდებია, კარის კოდი აკრიფა და მალევე შემოვიდა. თეჰიონს კარებთან ფეხსაცმლის დატოვებაც არ დავიწყებია, ისე შევიდა და გაღიმებული სახით დადგა მოჭუტულთვაებიანის წინ.
-უარი რომ გითხრა, გაჭრის? - ამოიბურტყუნა იუნგიმ, თუმცა, ისეც არ იყო, თითქოს თეჰიონის აქ ყოფნა რაიმეში ხელს უშლიდა ან აღიზიანებდა. ამ უკანასკნელმაც არ დააყოვნა, კიდევ ერთხელ გაიღიმა, უფრო ფართოდ, და ისე გაიშვირა ხელი მის წინ მჯდომისკენ, რომ იუნგიმ წამიერად გადაიტანა მზერა ხელზე.
-ეს რა არის?
-იმ სიმღერის სრული ვერსია, რომლის ნაწილიც წინაზე მოგასმენინე. - ამაყად გამოაცხადა თეჰიონმა, ხელში მეხსიერების ბარათი მიაჩეჩა და წამში მოიკალათა მის გვერდით.
-უკვე დაასრულე? - კომპიუტერს შეუერთა მეხსიერების ბარათი და საჭირო ფაილი მოძებნა. წამი არ იყო გასული, უკვე სიმღერის ხმა ისმოდა მთელ სტუდიაში.
თეჰიონი გაფაციცებით აკვირდებოდა თითოეულ მიმიკას ჰიონის სახეზე, თითქოს აქადე არ ენახოს, როგორ ეცვლება ემოციები მაშინ, როცა საქმე მუსიკას ეხება - სამყაროს წყდება, ავიწყდება ვინ არის და ერთადერთი ღერძი, რომლის გარშემოც იმ წამს ბრუნავს, კონკრეტული მელოდიაა. ამ დროს მინ იუნგი უფრო მშვიდი, დინჯი და სერიზული ხდება. არა, განა რომელიმე ეს თვისება ამ პროცესის გარეშეც არ ახასიათეს, მაგრამ სულ სხვა სიმძიმესა და პასუხისმგებლობას ამატებს მის გამომეტყველებას მაშინ, როცა საყვარელ საქმეზე მუშაობს. იუნგისთვის სულ რამდენიმე საყვარელი საქმე არსებობს, მუსიკის შექნა კი, ერთ-ერთია ამ უიშვიათესი საქმეებიდან და თეჰიონმა ეს ძალიან კარგად იცოდა. აიმტომაც შევიდა ასე პირდაპირ მის „მიუწვდენელ სასახლეში", რომლის კარის კოდიც მან იცოდა მხოლოდ და დემო ვერსია შეაჩეჩა ხელში. იცოდა, უარს ნამდვილად არ ეტყოდა.
YOU ARE READING
Secret Partners - .Taegi. 🍂
Fanfiction~ One-Shot ~ Secret Partners? Hell yeah baby 😈😈 -10.30.2020-