განსაკუთრებით ბოლო ნაწილს უხდება. გამიხარდება თუ მოუსმენთ და უკეთ შეიგრძნობთ 💜
_________________________________________
სამხრეთ კორეა. 1957 წელი.
მაშინ როდესაც გარესამყარო ცხოვრებით ტკბებოდა არსებობდა ვიღაც, ვისაც ამის საშუალება არ ქონდა.
ის უკვე მრავალი წელი საკუთარ სახლში გამოკეტილი შორიდან აკვირდება ცხოვრების დინებას. როგორ უნდა თავადაც იყოს მისი ნაწილი, მაგრამ ამის საშუალება არ აქვს. ტკივილი ტანჯავს, როგორც სულიერი ასევე ფიზიკური.
ჯონგუკი 25 წლის ახალგაზრდა მამაკაცია, მაგრამ მისი დანახვისას ვერც კი იფიქრებთ რომ ის ასეთი ახალგაზრდაა. ცხოვრებისგან ნატანჯი ადამიანია, რომელსაც ახალგაზრდობა მძიმე სენმა დაუმახინჯა. წაართვა უამრავი რამ რაც სიცოცხლეს ულამაზებს ადამიანს. მის ცხოვრებაში მხოლოდ ტკივილი და დარდი დარჩა.
ჯონგუკის ხასიათის ცვლილება რამდენიმე წლის წინ გახდა შესამჩნევი, აღარ იყო ისეთი ხალისიანი როგორც ადრე. დაუქვეითდა შრომის უნარი და საგრძნობლად დასუსტდა. მალევე საჭმლის მიმართ ზიზღიც გაუჩნდა და საერთოდ შეწყვიტა კვება, რამაც კიდევ უფრო მეტად გამოფიტა მისი ორგანიზმი. რამდენჯერ უცდია ლუკმის ძალით გადაყლაპვა, მაგრამ საბოლოოდ ყველა მცდელობა გულისრევით სრულდებოდა. საშინლად გახდა და სახეზე ნორმალური ფერიც აღარ ედო. სულ გაფითრდა. ყველაზე უარესი კი ის არის რომ შეეყვიტა ახლობლებთან და მეგობრებთან კონტაქტი, გაუცხოვდა და ყველაფრის მიმართ დაკარგა ინტერესი. ამ ყველაფრით შეწუხებულმა მისმა მეგობარმა, რომელიც მიუხედავად ჯონის უარყოფისა მაინც აკითხავდა სახლში, გადაწყვიტა ის ექიმთან ძალით წაეყვანა. ექიმთან ვიზიტისა და ხანგრძლივი გამოკვლევის შემდეგ ჯონგუკს კუჭის სიმსივნე დაუდგინდა, მეტასტაზები უკვე საკმაოდ შორს წასული აღმოჩნდა, მკურნალობა კი დაგვიანებული. უუნაროდ დარჩენილი ჯონგუკი დარჩენილი დროის გასახანგრძლივებლად მუდმივ გადასხმაზე შეაერთეს, რომლითან წამლებს და საკვების შემცვლელს იღებდა. მან უარი განაცხადა საავადმყოფოში დარჩენაზე, უნდოდა უკანასკნელი დღეები საკუთარ სახლში გაეტარებინა.
YOU ARE READING
ევთანაზია ✅
Fanfiction《Oneshot》 -დაიძინე ჯონგუკ, ხვალ ფერადი დილა გათენდება -ჩემი დილა დიდი ხანია ფერადი არ ყოფილა ჯიმინ -აბა რა ფერია ის? -ტკივილის ფერი -როგორი ფერი აქვს ტკივილს? -უიმედო