6 MAY

136 19 5
                                    

2020 წლის 13 მაისი.

-ჩანიოლ დარწმუნებული ხარ,რომ მარტო დარჩენა გინდა?კარგად იქნები?დიდი დრო არ გა...

-მამა მომეცი სახლის გასაღები.მე კარგად ვარ.

-აიღე...-მამაკაცმა გასაღები მიაწოდა და მანქანის კარი გამოაღო.

-წადი.მართლა კარგად ვარ.

-ფრთხილად იყავი...წავედი...-შიგნით ჩაჯდა და მანქანაც დაქოქა.

ჩანიოლმა გასაღები ნერვიულად აათამაშა თავის გიგანტურ ხელში და საკეთში გაუყარა.შიგნით შევიდა თუ არა ნაცნობი სურნელი მის ნესტოებს საგრძნობლად ეცა,ფეხზე გაიხადა და იქვე დადებული სახლის ფეხსაცმელი ჩაიცვა რომლის გვერდითაც ორი მისნაირი ფეხსაცმელი იდო.ერთი რამდენიმე ზომით პატრა,მეორე კი გაცილებით პატარა.თავლები დახუჭა და სურნელი დახამებულად შეისუნთქა.ირგვლის მიმოიხედა,ჩაიღიმა და კოსტუმი გაიხადა.იქვე დადო და სამზარეულოში გავიდა.

ყავის მადუღარა ჩართო და ჭიქა მის ქვეშ დადო.

ისევ ნაცნობი სურნელი -ჩაიღიმა.

მადუღარა გამორთო და სავსე ფინჯანი აპარატის ქვეშიდან გამოაცურა.იქვე,ნაცრისფერი უჯრიდან შაქრის ქილა გამოიტანა და რამდენიმე ჩაის კოვზი შაქარი ფინჯანში ჩაყარა.

სამზარეულოდან გავიდა და უზარმაზარი ფანჯრის წინ,მისაღებში დადგა.ფანჯარაში შემომავალი სინათლე ოთახს ანათებდა და ჩანიოლი ყველაფერს,მის ირგვლივ ღიმილით უყურებდა.ფანჯარაში გაიხედა და ყავა მოსვა.მომენტალურად თვალები დახუჭა.

(2018 წლის 27 ნოემბერი)

-ჩანიოლ შენი ყავა მზადაა...

-მოვდივარ პატარავ...ისე ეს პერანგი შენ უფრო გიხდება ვიდრე მე-მაღალი სხეული ფერმკრთალ ბიჭს,რომელსაც მისი თეთრი პერანგი ეცვა და ფეხები მოშიშვლებული ჰქონდა ზურგიდან მიეხუტა და კისერზე ნაზად აკოცა.

•6 𝓜𝓐𝓨•Where stories live. Discover now