-აღარ დაიღალე?
-არ უნდა მეკითხებოდეთ ამას.
-გეკითხები,აღარ დაიღალე?
-უსაშველოდ.
-ცოლ-შვილი არ მოგენატრა?
-უსაშველოდ.
-ამას რისთვის აკეთებ?
-მათთვის.
-მერამდენე დღეა?
-1090.
-იცი ეგ რამდენია?
-სამ წელიწადს ხუთი დღე აკლია.
-ხანდახან გულწრფელად მინდა გკითხო.
-მკითხეთ.
-როგორ უძლებ?
-იმედით.
-მადლობა უფალს,ეს მაინც მისწავლებია შენთვის.
-თქვენ არ გისწავლებიათ.
-მაშ,ვინ გასწავლა?-გაეღიმა.
-ჩემმა შვილმა.
-2 დღის არ დატოვე?
-ხელში აყვანიდან პირველივე წამს მითხრა,მარტო იმედი უშველის ჩვენს მამაშვილობასო.-გაეღიმა.
-ჩვილმა გითხრა,არა?!
-ჰო,მითხრა.თვალებით მითხრა.ვალდებული ხარ,კაცი უნდა იყო,სხვანაირად არ შეიძლებაო.
-კაცად იქეცი?
-1090 დღე გავიდა,სუფთა ვარ.
-კაცად იქეცი,დადა?
-ვცდილობ.
-როგორ მიხვდები,რომ გამოგივიდა?
-როცა სურვილი აღარ შემჭამს.
-ისევ გეღვიძება ღამით?
-ახლა კვირაში რამდენჯერმე.
-მანამდე?
-მანამდე ღამეში რამდენჯერმე.
-რაც გასწავლე გშველის?
-რომ არ ეშველა,ახლა მკვდარი ვიქნებოდი.
-ბოლოს რომელი ისწავლე?
-2 კორინთელთა 12:9-10.
-გისმენ ...-გაეღიმა.
-„ამიტომაც ვტკბები უძლურებით,შეურაცხყოფით,გაჭირვებით,დევნითა და შევიწროებით,რადგან როცა უძლური ვარ,მაშინ ვარ ძლიერი .."
-ეჭვი არ მაქვს ამ მუხლის ბოლო ნაწილი შენს ჭრილობებს შველის.
-მერედა როგორ?!ახალი სისხლია.
-მაგ სისხლით გაგწმინდა უფალმა,ხვდები?
-ვხვდები.
-მალე კოშმარები შეწყდება.
-„ყოველთვის არ იქნება საწყალი დავიწყებული,არასოდეს გაქარწყლდება თვინიერთა იმედი".
-ფსალმუნები,მეცხრე თავის მეჩვიდმეტე მუხლი ..
-მეთვრამეტე.-გაეღიმა.
-დადა ...
-ჯერ ამის დრო არ არის,ჯერ სრულად არ გამქრალა.როცა დასრულდება წავალ.
-მალე დასრულდება,დადა.
-უნდა დასრულდეს,უნდა დასრულდეს ან მე დავასრულებ.
-ცუდზე არ იფიქრო,დადა.სამი წლის წვალება წყალში არ ჩაყარო,შენ შვილს იმედები არ გაუცრუო,უფალს არ უმტყუნო.კლდეზე გადაჩეხილი კრავი ხარ,შვილო საშველად გამოწვდილ ხელს წიხლი არ აუკრა,თორემ შიგ უფსკრული ჩაგყლაპავს და მერე რთული იქნება.მერე უფრო გაჭირდება,დადა.
-ქალაქში როდის მიდიხართ?
-ამ დღეებში ჩავალ.
-დედაჩემთან მიხვალთ,რომ გთხოვოთ?
-აბა რას ვიზამ?!
-თხოვეთ,დინას და ნუცას ფოტო გამოგატანოთ.
-ვეტყვი,შვილო.-გაეღიმა,მხარზე ხელი ჩამოადო და თავზე აკოცა-ვეტყვი.
წვერებში დამალულ სახეზე ხელები ჩამოისვა.
სამი წელია უცვლელ ხედს უყურებდა.
სამი წლის განმავლობაში პირველად იგრძნო,რომ რაღაც კარგი უნდა მომხდარიყო.
სამი წლის განავლობაში პირველად შეეხო უხილავს ხელით და პირველად ეძინა უშფოთველი ძილით.
***
-ნუცა,გამიცინე დე ...-საწოლში მწოლიარე შვილს ლოყები დაუკოცნა დინამ.
ბავშვი ჯერ თავს იმძინარებდა,დედის ალერსი უფრო დიდხანს რომ გაგრძელებულიყო.
-დე,გაიღვიძე ვიცი რომ გღვიძავს ... გამიღიმე ჩემო პრინცესა!ნუ,თუ გარდანის ასულს გაღვიძება არ უნდა მაშინ ...-ჩაფიქრებული სახე მიიღო დინამ და პატარა გოგონას გადახედა-მაშინ ჩვენ უნდა გავაღვიძოთ ...!
მუცელზე მოთარეშე დედის თლილ თითებს ვერ გაუძლო ნუციკომ და მაშინვე კისკისი მორთო.ბავშვის წკრიალა ხმა მთელ სახლს იკლებდა.
-დინა,შვილო ჩამოდი სტუმარი მოვიდა.
-ბებიაშენი ფორმაშია ..-ჩაილაპარაკა გოგონამ და თავისი პატარა შვილი ხელში აიყვანა.
ორსართულიანი სახლის კიბეებზე ნელი ნაბიჯებით მოდიოდა მომღიმარი და თან ნუცას რაღაცებს ებუტბუტებოდა ყურში.ბავშვიც მთელი გულით იცინოდა.გული გაუთბა მათი დანახვისას.ახლა ყველაზე მძაფრად იგრძნო უ'ოჯახობა.ახლა ზუსტად ესმოდა,რას გულისხმობდა დადა,როცა თავისი შვილის თვალებზე საუბრობდა.
ნუცას თვალებში მთელი სამყარო ჩანდა,რომელსაც ღერძის სახით აკლდა მამა.
დინას თვალებს კი მხოლოდ დედობრივი ძალა აიძულებდა ჩამქვრალი ვარსკვლავივით კიაფს შავი ცის კაბადონზე.
იმ ჩამქვრალ ვარსკვლავს ჰგავდა ადამიანების დასანახად,რომ ანათებს,რეალურად კი სული დიდი ხანია განუტევა.
YOU ARE READING
ოქროსფერი განთიადი
Romanceდიდი მადლობა ამ არაჩვეულებრივი ისტორიის შემქმნელს♥️♥️♥️ ავტორი: ლიზა კანდელაკი