ფრთხილად აიღო თეჰიონმა შ\ს-ს ბალიშის ქვეშ დამალული წერილი. თვალები აუცრემლიანდა, შიში დაეუფლა, მაგრამ რისი ეშინოდა ყავისფერთმიანს? საწოლთან იმუხლება, თეთრი კონვერტი სახესთან მიაქვს და არომატს შეიგრძნობს.
შ\ს-ს სურნელი ცხვირის ნესტოებს უწვავს და პირდაპირ ტვინისკენ მიიწევს, რომელიც ყოველ წამს მასზე ფიქრობდა, მაგრამ მომავალში?
კონვერტი ნაზად გახსნა თავისი გძელი თითებით, ოთხად ჩაკეცილი ქაღალდი ამოიღო და უემოციო სახით დააშტერდა. იმ წამს ვერაფერს გრძნობდა, საერთოდ ვერაფერს, ვერც ტკივილს, ვერც იმედგაცურბას, ვერც ინტერესს.
გულის ცემაც მისუსტებოდა, თვალთ ცრემლი შემშრალიყო, ტკივილი გამქრალიყო, სული კი ესევ მძიმე იყო. უფრო და უფრო უმძიმდებოდა სული, გული და გონება. გონება რომელიც ტვინს იჭყლეტდა ერთი კითხვით - "რატომ?". ბიჭს სულიერების ნატამალიც აღარ ეტყობოდა, ძველ გადაგდებულ ნივთს მოგაგონებდათ სანაგვეზე. გული რომელსაც ფეთქვა აღარ უნდოდა.
მაგრამ თვალები ყველაფერს ამბობდნენ, ისინი ისევ შ\ს დაეძებდნენ, თვალები რომლებიც ტკივილს და სიხარულს ერთად ასხივენდნენ, თვალები, რომლებიც გრძნობას ვერ მალავდნენ, თვალები, რომლებიც ვეღარ ტიროდნენ.
ყავისფერთმიანი გაშტერდა შ\ს-ს ფოტოზე რომელიც ლამაზად ეკიდა კედელზე.- რატომ? - ხმაღახლეჩით და უძალოდ წარმოთქმა თეჰიონმა. თვალს ვერ აცილებდა უმშვენიერესი გოგონას ფოტოს - ეს რატომ გამიკეთე შ\ს? - და ფსიქოზურად ჩაეღიმა - მე ხომ მიყვარდი - წამიერად იგრძნო გულში სითბო როგორ ჩაეღვარა, იგრძნო...
გრძელ თითებში მოქცეულ წერილს დახედა - წავიკითხო?ნელა გაშალა ფურცელი და დაძაბული, ჩაწითლწბული თვალებით შეუდგა კითხვას, თითქოს არ უნდოდა რომ წაეკითხა, მაგრამ უნდა იცოდეს "რატომ", უნდა გაიგოს რა შესცოდა ასეთი.
და საიწყო შ\ს-ს ბოლო წერილის კითხვა.
ნეტავ არც წაეკითხა..."თავის მოკვლა მინდა.
მინდა ვენები გადავიჭრა და ძალიან ნელა დავიცალო სისხლისგან, ვიგრძნო როგორ მივდივარ ამ ქვეყნიდან.
მინდა ბოლოჯერ მოვავლო თვალი მათ ცბიერ სახეებს. - ბიჭს თვალებზე ცრემლები აწვება, ტირილი უნდა მაგრამ არ გამოსდის, უნდა გამოხატოს მაგრამ ვერ ახერხებს - ეგონებათ რომ დავნებდი, ეგონებათ რომ გავგიჟდი და შემიცოდებენ. თუ ვინმე ამას წაიკითხავს გთხოვთ არ შემიცოდოთ, მე არ ვარ საცოდავი. მინდა ბოლოჯერ დავანთხიო ჩემი უკანასკნელი ტკივილი, რომელიც ბოლოს მიღებს.
და იგრძნობენ ჩემს წასვალას? შენ იგრძნობ? ნათესავები? მეგობრები? ოჯახი? ვერა. და თეჰიონი იგრძნონს? როცა წავალ ცოტას იტირებენ, ყალბი ცრემლებით წამბილწავენ, ჩემს ცივ სხეულს სამარეში ჩადებენ, მიწას დამაყრიან და წავლენ. დავიწყებას მიმცემენ ისედაც დავიწყებულს.
ვრგძნობ როგორ ვმძიმდები. როგორ მიმძიმდენა გული, სული, მიქრება გრძნობები და ცოცხლად ვკვდები.
აღარ მინდა სიცოცხლე, ძალიან დავიღალე! დავიღალე იმის მტკიცებით რომ მართალი ვარ, ისინი ვერასდროს გამიგებენ, ვერასდროს შეამჩნევენ ჩემს ტკივილს, ვერასდროს.
მაგრამ შევძლებ ამას? გამომივა მიუხედავად ჩემი სისუსტისა?
მეშინია.
ძალიან მეშინია.
ვიცი, რომ მას ვუყვარვარ.
ის სადღაც ბნელ ქუჩებში დაირება და ჩემზე ფიქრობს, ვახსოვარ და მნატრობს. ნატრობს ჩემს სულს, გულს, ტუჩებს, შეხებას და სხეულს.
სულს, რომელიც არ მაქვს და არც არასდროს მქონია, გულს რომლის მაგივრად ქვა მიდევს; გულს რომელსაც აღარ უნდა რომ იფეთქოს; ტუჩებს, რომლის დაგემოვნება მხოლოდ ერთხელ შეძლო და მათში ჩაიკარგა; ტუჩებს, რომელიც ტკივილისგან მილურჯდება, შეხებას რომელიც არ ყოფილა, სხეულს, რომელიც ნელ ნელა მისუსტდება, მაგრამ მაიც თეჰიონისკენ მიილტვის.
და თეჰიონი კიდევ იფიქრებს ჩემზე? თუ ახალ მოგონებებს დააყრის ჩემს საფლავს და დამმარხავს გულის სიღრმეში, იქ სადაც აღარაფერია? წამიერად გულში სითბოს იგრძნობს, შეეცდება ჩემს გახსენებას მაგრამ ამაოდ.
ნუთუ ეს დღეც დადგება?
მიყვარს ის, მთელი ჩემი არსებით მიყვარს.
მისი გონება, სული, მარწყვის ტუჩები, სხეული, თლილი თითები, კედელივით ძლიერი მკერდი, მისი თმა, მისი სურნელი. მისი სურნელიც კი მიყვარს.
ის თვით სიყვარულია, მარადიული სიყვარული რომელია ჩემია. ვერასდროს დავივიწყებ და არც მინდა, რომ თუმდაც ერთი წამი მაინც დამავიწყდეს, რომელიც მასთან გამიტარებია. არ მინდა დამავიწყდეს მისი სახე, სხეული, სურნელი, ტუჩები და სიყვარული, რომელიც მაჩუქა მაგრამ მე ვერ ვუპასუხე. სიყვარულიც კი არ შემიძლია. მე მოვკვდები და ეს გარდაუვალია, ვგრძნობ რომ დროა.
ყველა და ყველაფერი ხელიდან მეცლება, სინათლეს ვეღარ აღვიქვან, ირგვლივ მხოლოდ სიბნელეა. უფსკრული, რომელიდანაც ვერასდროს ამოვალ და ვერასდროს ვიხილავ ნათელს.
ყველაფერი გადავხარშე, ყველა ჩემი შეცდომა გავიაზრე და მათ გამო სისხლის ცრემლებით ვიტირე, საკუთარი თავი შევიზიზღე, მაგრამ ეს არაა საკმარისი. ერთადერთი გამოსავალი სიკვდილია, უნდა ვაგო პასუხი. ამდენის ატანა აღარ შემიძლია, მათ მე სიცოცხლე გამიმწარეს და რეალური სიყვარული წამართვეს, თეჰიონი წამართვეს და ის მე აღარასდროს დამიბრუნდება. მე ხომ ის მივატოვე. მათ მაიძულეს, მე კი წინააღმდეგობა ვერ გავუწიე და დავნებდი.
უარვყავი თეჰიონი და დავასრულე საკუთარი თავი. დავიღალე ამდენი ზეწოლით; ამდენმა ძალადობამ ბოლო მომიღო და მიმიყვანა იმ გადაწყვეტილებამდე, რომელსაც სუიციდი ჰქვია.
მინდა, რომ მოვკვდე და დასრულდეს ყველსფერი.
მინდა სისხლისგან ნელა დავიცალო, ეს სასჯელია ჩემი გულუბრყვილობისა, იმისა, რომ მათგამო ის დავკარგე.
მიყვარს თეჰიონი?
ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. მაგრამ მას სიცოცხლეზე მეტად ვუყვარვარ და ესეც კმარა ჩემთვის და ჩემი გაციებული სხეულისთვისაც. მე არ ვარ გიჟი! არა!
ეს არ იფიქრო, გთხოვ.
ახლა უნდა წავიდე.
ჩემი ადგილი აქ არაა, აქ მხოლოდ მტკენენ, ან მე ვტკენ საკუთარ თავს.
და თუ ვინმე ამას როდესმე წაიკითხავს ერთს გთხოვთ.
თეჰიონს უთხარით, რომ მე იქ ველოდები, ზემოთ.
სამუდამოდ დაველოდები ზეცაში".
YOU ARE READING
Laughter in the grave
Short Storyoneshoot.თეჰიონის ცრემლები არღვევდნენ ჯებირებს, ადიდებული მდინარესავით კალაპოტიდან გადმოდიოდნენ და ირგვლივ ყველაფერ აცამტვერებდნენ. ნეტავ არასდროს ენახა ეს დაწყევლილი წერილი. უნდა რომ შ\ს-მ იქ მაინც შეიყვაროს. არც მას უნდა სიცოცხლე სიყვარულის გარეშე...