1PsychoGirl3

18 წელი შემისრულდა დღეს,ლეგალური ასაკი.
          	
          	18 წელია,რაც ამ წუთისოფელში დავიარები და ვაჰ მე,მაინც ვერ გავექეცი ამ აუტანელ აკვიატებას,რომ ვიყო სამუდამოდ ახალგაზრდა და ლამაზი.
          	
          	გილოცავ,ჩემო თავო,კიდევ ერთი წლით დაშორდი შენს საყვარელ 16-ს,ტკბილ 16-ს…

1PsychoGirl3

@gogrichianitatuli მადლობა დიდი,ასევე წარმატებები ცხოვრებაში<3
Reply

gogrichianitatuli

exlaaa vnaxeee maraa giloocavv dabadebisdgees da sauketesos gisurveb yvelafers 
Reply

1PsychoGirl3

პ.ს. მამაჩემს დაავიწყდა,რომ დაბადების დღე მქონდა:)))
Reply

1PsychoGirl3

18 წელი შემისრულდა დღეს,ლეგალური ასაკი.
          
          18 წელია,რაც ამ წუთისოფელში დავიარები და ვაჰ მე,მაინც ვერ გავექეცი ამ აუტანელ აკვიატებას,რომ ვიყო სამუდამოდ ახალგაზრდა და ლამაზი.
          
          გილოცავ,ჩემო თავო,კიდევ ერთი წლით დაშორდი შენს საყვარელ 16-ს,ტკბილ 16-ს…

1PsychoGirl3

@gogrichianitatuli მადლობა დიდი,ასევე წარმატებები ცხოვრებაში<3
Reply

gogrichianitatuli

exlaaa vnaxeee maraa giloocavv dabadebisdgees da sauketesos gisurveb yvelafers 
Reply

1PsychoGirl3

პ.ს. მამაჩემს დაავიწყდა,რომ დაბადების დღე მქონდა:)))
Reply

1PsychoGirl3

10  ივნისი,ღამის 3-4 საათი.
          
          გარეთ გამოვედი,მალული ღიმილით wonderwall ჩავრთე და სიგარეტს მოვუკიდე.ნასიამოვნებმა ნეტარებით ჩავისუნთქე კვამლი ფილტვების გახეთქვამდე.
          
          მერე უცებ სიმღერა შეწყდა და ახვა ჩაირთო.
          
          sign of the times.
          
          სიბნელეში ვიყურებოდი,როცა შენ გამახსენდი,ბებო.
          
          გამახსენდა როგორ ტკბილად ვიწექით ერთად შენს პატარა ოთახში,პატარა საწოლში და შენი სითბო მთელ ძვალ-რბილში მატანდა საამურად.
          გამახსენდა,როგორ გაიქეცი,როცა ნაყინის მანქანამ ჩამოიარა “ნაყინი,ნაყინის” ძახილით,რადგან იმ დღეს გითხარი,როგორ ძალიან მინდოდა ის.
          გამახსენდა,როგორ მეუბნებოდი მუდამ სევდით სავსე ღიმილით,რომ ყველაზე მეტად გიყვარდი.
          ისიც გამახსენდა,როგორ აგიკანკალდა ტუჩები,როცა გითხარი,რომ შენ გარეშე საჭმელს არ შევჭამდი,რადგან ყველაზე და ყველაფერზე გაბრაზებულს სუფრასთან დაჯდომა არ გინდოდა.აცრემლებულმა წამოდექი ძლივს,მტკივანი მოხუცი მუხლებით და ძალით ჭამე ცოტა.
          გამახსენდა,როგორ მიჩუთრავდი ჩუმად ფულს ყოველი გამგზავრების წინ,რომ დედას არ გაეგო.

1PsychoGirl3

@iPhone812085 ენა ჩამივარდა.მეტად სასწაულია,რომ უბრალო დამთხვევა ვუწოდოთ.
Reply

iPhone812085

Minda ragacis dawera radgan gagamxneo magram cxovrebashi pirvelad sityvebs ver vuytu tavs. Mtlad pirveladac ara mqonia eseti shemtxvevebi magram yoveljerze ase udzlyrad vgrdznob roca shentvis mnishvnelovan adamians  ver amxneveb. Racarunda iyos, racarunda momxdariyo ararsebulshi tavs nu idanashauleb. Sheni brali araferi araa damijere. 
             Arvici es ucnauri damtxveva saidan magram gushin bebo damesizmra, tavidan ise ususurad gamoiyureboda magram ramdenime wutis shemdeg mteli tavisi didebulebit da amayi mzerit shemomxeda. Vexutebodi vkocne da movisiyvarule. Vicodi rom sizmari iyo amas sizmarshive vxvdebodi, rom gavigvidzebdi vicodi misi saflavis garda agaraferi meqneboda xoda dros da titoeul wuts veshurebodi. Chemda gasakvirad vigacis dakrdzalvaze viyavit, bebo ragacas miyveboda tetr raindebze magram unetesad agarmaxsovs. Boloshi tirili roca amivarda mitxra ,,sheni brali araris” da gamegvidza. 
            Xvdebi risi tqma minda? Damtxvevebis ar mjera. Yvelaferi ragacis gamo xdeba ragac mizezit. 
Reply

1PsychoGirl3

ერთხელ მითხარი,შენ ბებო მე მგავხარო.ჩემნაირი ნიჭიერი ხარ და ჩემსავით მიმწოლი ხასიათი გაქვსო.
            მაშინ უბრალოდ გამეცინა.
            მერე არ მახსოვს რაზე ვილაპარაკეთ.
            საათობით ვიჯექი შენს გვერდით,ყველაფერზე და არაფერზე ვსაუბრობდით,მოსვენებას არ გაძლევდი და ზოგჯერ გადამეტებული ბავშვური სიყვარულით მოგეხვეოდი სუნთქვის შეკვრამდე.კოცნებით გიფარავდი ნაოჭიან სახეს,შენ კი ჩემს მოშორებას ლამობდი,მაგრამ მაინც სიყვარულით გევსებოდა გული და მალულად იღიმოდი.
            
            არ მახსოვს პერიოდი,რაც საწოლზე მიჯაჭვულმა გაატარე იმდენი წელი.
            ტირილით მოთქვამდი,რატომ არ მიყავდი ღმერთს მასთან.ტრანსში მყოფს საშინელებები გელანდებოდა.ბოლოს იმდენად მარტოსული,დავიწყებული გახდი,რომ მათაც შეეგუე და ზოგჯერ სიცარიელეს ელაპარაკებოდი.
            
            ო,ბებო,როგორ ვნანობ იმ წყეულ ღამეს.
            
            აღარ არსებობდა ის სითბო და სიყვარული ჩვენს შორის,რომელიც ყველაფერზე ძლიერი და დამანგრეველი იყო.
            
            ვფიქრობდი შენზე ხშირად და ალბათ შენც ფიქრობდი ჩემზე ხშირად.დარდით ვკვდები,ეს რა გავაკეთე…
            
            აცახცახებული ხელებით ვაპირებ ისევ მოვუკიდო სიგარეტის მორიგ ღერს და ცოდვილი სხეული შხამით გავჟღინთო.
            
            მაპატიე.
            
            გთხოვ.
            
            მე ხომ ერთი უმწეო,საბრალო ბავშვი ვარ…
Reply

1PsychoGirl3

სკოლა დავამთავრე.
          გუშინ,20 მაისს,ბოლო ზარი მქონდა.
          
          ახლა,ღამის ორ საათზე ვწევარ და ვფიქრობ,რა ჯანდაბა ვქნა ახლა.
          
          უნივერსიტეტი და ახალი ცხოვრება იქით იყოს,ჩემს ძლივს დაკავებულ სევდითა და მელანქოლიით სავსე სულს რა ვუყო,ნოსტალგია ზღვასავით რომ აწვება.
          
          ცოტაც და გაიბზარება.
          
          ან იქნებ უკვე გაიბზარა,არ ვიცი.
          
          ვერ გავიგე,სად ეჩქარება ამ დროს.არ დაიღალა,კი მაგრამ? ამოდენა ხალხი შევნატრით,ჩამოჯექი,შეისვენე ჯიგაროთქო.რომ აიგნორებს ძალით ამ ხვეწნა-მუდარას,არ იცის ვითომ,რომ უზრდელობაა?!
          კი ბატონო,წავიდეს სადაც მიდის,მე რისი შემკავებელი ვარ.
          
          უბრალოდ,შეუნელე ცოტას,შე დალოცვილო.
          
          გაგძვრა ქანცი,ვერ ხედავ?!
          
          ეჰ,მეგობრებო,რთულია ჩემი სულის თან ტარება.სევდამ ამომირჩია ცხოვრების მეგზურად,ჩრდილივით დამყვება ყველგან.
          
          უნამუსო.
          
          მერედა,როგორი უნამუსო.ცრემლიც კი არ შემატოვა,რომ ჩემი ლურჯი სული ოდნავ ცის ფერი გავხადო.
          
          ეგოისტი.
          
          ლურჯი ჩემი საყვარელი ფერია.
          სევდა-ჩემი საუკეთესო მეგობარი.
          
          აი,ზღვამ გადმოხეთქა,სუნთქვა შეიკავეთ.
          იმედია ცურვაც იცით.
          

1PsychoGirl3

"პურის ძიებაში"
          
          გუშინ,საღამოს,ასე რვა საათისთვის,მე და ჩემი მეგობარი ქუჩაში დავწანწალებდით.
          პური იყიდეო დედამ,ჰოდა ჩვენც მოვიარეთ მთელი ქალაქი,ყველა "კარფური" და კუთხის მაღაზია.
          
          პური ვერ ვიშოვეთ ხალხნო.
          
          ჰოდა,ვიცინით უაზროდ მთელ ამ სიტუაციაზე.სასაცილოდ გვქონდა კი საქმე,იტყვით?! დაღლილთ სწორად სიარულიც გვიჭირდა უკვე.
          სერიოზულად გაოგნებულნი დავრჩით,მეთქი,აღდგომის პერიოდში უქმეები რომ იყო შემოაკლდათ ალბათ პური.
          ალბათო,დამეთანხმა.
          მერე,ეს დალოცვილები რას ჭამენ ამდენს,დაგვიტოვონ ცოტა ჩვენც,გვშია ხალხს-მეთქი.
          ჰო,რავიციო,მხრები აიჩეჩა.ეტყობა,ფიქრებში თავის მუსიკოსთან დაქროდა და სულ არ ადარდებდა ჩემი პური.
          პური ჩვენი არსობისაო,ერთი ეგ მითხრა.
          
          მე კიდე მომაქვს ნანატრი პური იღლიაში ამოდებული და ვფიქრობ,ნეტავ პირველი ვინ წაუსვამს კარაქს.
           
          კარგით ხო,მართლა ასე კი არ ვფიქრობდი.
          
          სახლის გზაზე უცებ მამა შეგვხვდა.ამხელა ხმაზე ცხოვრებაში პირველად დავუძახე ვინმეს ალბათ.მოპირდაპირე ქუჩაზე იყო,გაოცებულმა რომ მოიხედა და მერე დაბნეული ღიმილი გამოესახა სახეზე..მონატრებულს ისე ძლიერ ჩავეხუტე,გაძვალტყავებულმა ძლივს დაიჭირა თავი,რომ არ დაცემულიყო.თბილად მკითხა,მაღაზიაში იყავიო?
          ავქოთქოთდი,პური არ იშოვება-მეთქი.
          თავის ქნევით მისმენდა,თან დაკუჭული ხუთ ლარიანი მომაჩეჩა ხელში.მერე დაამატა,ვერც მე ვერ ვიყიდე,დავრჩი მშიერიო.
          გული მომეწურა მის შემხედვარეს,დღითი დღე სულ უფრო და უფრო დნება.თვალსდახელსშუა ისე მიიპარება,ვერავინ ვახერხებთ დაჭერას.
          ჰოდა,სანამ ამ გრძნობათა ქარცეცხლს ვებრძოდი,მამამ,აბა ჭკვიანადო,დამიბარა და წავიდა.
          
          ეს შეხვედრა ამგვარად მხოლოდ ჩემს გონებაში მოხდა,თორემ არც თბილად უკითხავს რამე და მით უფრო,გულწრფელი ღიმილით არ შემოუხედავს ჩემთვის.
          ო, განა სულ არ გამიღიმა,უბრალოდ,მხოლოდ ხორციელად,თვალებში ისევ ცივი სიცარიელე ედგა,რომელიც ზამთრის სუსხივით მტკენდა ძვლებს.
          
          და მაინც,რა დალოცვილი,მადლიანია ეს პური!

1PsychoGirl3

პიანინოზე დავფიქრდი,ნოსტალგიის,სევდისა და სილამაზის ბუკეტზე.
          
          სილამაზის ჩემეული აღთქმა რომ მაქვს,ბევრმა მითხრა.უჩვეულოდ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს სევდისა და სილამაზის მიმართ.შემიძლია ამოჩემებულ რაღაცებზე ისე ვილაპარაკო და გავჟღინთო სევდით,რომ გაუგებრობაში ჩავარდეს ჩემი თანამოსაუბრე.აი,სევდა ლამაზია-მეთქი რომ ვამბობ,ეჭვისთვალით მიყურებენ.
          
          ყველაფერი ლამაზი სევდიანია და ყველაფერი სევდიანი ლამაზია.რა არის ამაში გაუგებარი?!
          
          პიანინო ვახსენე,სულ გადამავიწყდა.
          ბავშვობაში,როცა ზაფხულობით სოფელში ჩავდიოდი,ჩემი დიდი ბებია ხშირად უკრავდა ხოლმე ჩემთვის.მიხაროდა,სულელური ცეკვებით ხის იატაკს ვაზანზარებდი და ჩემი ბავშვური სიცილიც მთელ სახლში ისმოდა.მერე ბლინებს გამომიცხობდა და ჭამით ვერ მაძღობდა.
          არც თუ ისე ცხადად,მაგრამ მაინც გრძნობით მახსოვს მისი შესრულებული "განდაგანა" და "ტრულაილა".ბებო კიდევ ბევრ ლამაზ მელოდიას აჟღერებდა ძველ,შავ პიანინოთი,მაგრამ ეს ორი განსაკუთრებით მომწონდა.
          მერე მეც მასწავლა დაკვრა. "ჭრელო პეპელა" და "ძაღლების ვალსი" (ერთიც დედამ მასწავლა,რომლის სახელიც დღემდე არ ვიცი).ჰოდა,ბავშვურად ვამაყობდი რომ შემეძლო პიანინოზე დამეკრა.
          მერე გავიზარდე.ნელ-ნელა ბებოც მოხუცდა.აღარ უკრავდა ხშირად ჩემთვის და ჩემი სიცილიც აღარ ისმოდა სახლში.
          შარშან ბებო გარდაიცვალა.
          ახლა ვუყურებ როგორ უკრავენ დედაჩემი,დეიდაჩემი პიანინოზე და ჩემი გული სევდით,ნოსტალგიითა და სილამაზით ივსება.ზოგჯერ ვნანობ კიდეც,საკმარისად არ მოვინდომე.იქნებ ბებოსთვის უფრო რომ მეთხოვა,მართლაც მასწავლიდა დაკვრას..
          ხელშეუხებელია პიანინო,ლამაზი და ნოსტალგიური.
          მას ბებოს,ბლინების და სოფლის სუნი ასდის.
          
          თქვენთვის როგორი სუნი აქვს პიანინოს?

iPhone812085

@1PsychoGirl3 მე შენთვის დავუკრავ:)
Reply

1PsychoGirl3

@iPhone812085 და დიახ,მე ნამდვილად მთელი გულით მწამს ამის.ოდესღაც ამას აუცილებლად შეძლებ.
            აი დანარჩენზე მაშინ ვილაპარაკოთ,როცა ჩემთვის დაუკრავ..;)
Reply

1PsychoGirl3

მაგრამ ძვირფასო,შენც არც კი იცი ვინ ვარ მე!
Reply

1PsychoGirl3

ჰოდა,გრილი შუაღამეა.
          სიმღერებს ვუსმენ და თითქოს ზაფხულია.უცნაური ნოსტალგია მიტევს,გაურკვეველი,უცხო.უეცრად მოვიდა,არ ვიცი საიდან ან რატომ.ჩემი გულიც უჩვეულოდ ცმუკავს.
          ვათვალიერებ ყველა მესიჯს,უკვე მერამდენედ და ვიღიმი.
          აი,თურმე რა!
          ძვირფასო,ჩაი გვიცივდება..

1PsychoGirl3

დაუსრულებლად! :)
Reply

iPhone812085

@1PsychoGirl3 ყოველთვის შეგვიძლია ახალი ფინჯანი მოვამზადოთ:)
Reply