ამ წუთას, მთელი ჩემი მოტივაცია და ცხოვრების სურვილი გაცამტვერდა.
ახლა, ამ მომენტში, მგონია რომ არ აქვს აზრი ბრძოლას.
არც ამდენ ძალისხმევას
მერე რა, რომ ამდენი გამოვიარე, მერე რა, რომ ამდენი სასწაული გადამხდა,
ეს იმიტომ რომ მაშინ მჯეროდა,
ახლა აღარ მჯერა.
ნუთუ ფსკერისკენ ვიძირები,
ნაპირისკენ გახედვაც კი არ მინდა.
ისე მსურს სიკვდილი, როგორც დაჭრილ ცხოველს, რომელიც ტკივილისგან იტანჯება.
ხანდახან მეც მინდა ვინმემ ამ ყველაფრისგან გამათავისუფლოს,
მაგრამ ყველა მეუბნება რომ მე ყველაფერს შევძლებ,
იმიტომ რომ ჭკვიანი ვარ, იმიტომ რომ ვიცი სწორი და არასწორის გარჩევა, იმიტომ რომ ნიჭი მაქვს, იმიტომ რომ კარგად გამოვიყურები..ათასი უაზრობა რომელიც ბედნიერებასთან საერთოდ არაფერ კავშირშია.
დამღლელია მუდამ ვინმეს იმედებს ამართლებდე
სხვისი შთაბეჭდილება გადარდებდეს,
იყო სოციუმის წევრი, იყო უბრალოდ ნორმალური..
ჯანდაბა, ხანდახან როგორ მინდა დავუყვირო მათ, ყველას, რომ მე სრულიად სხვა ვარ.
ყოველთვის არ ვაძლევ თავს უფლებას ამაზე ვიფიქრო..ეს რომ გავაკეთო, ალბათ ჭკუიდან მართლა შევიშლები.
მაგრამ უკვე დღეებია, ვერ ვიძინებ.
მეშინია, რომ დღეს იმაზე უკეთესი ვერ ვიყავი ვიდრე ადრე.
არავინ მეუბნება რომ არაუშავს.
ყველა რაღაცას ელოდება, რაღაც ძალიან მაგარს.
მე კი სიკვდილი მინდა.
მინდა გამათავისუფლონ.
ეს სამყარო, უკვე საშინლად უინტერესო გახდა
მე წინასწარ შემიძლია გამოვიცნო რა მელის,
და ვიცოდე რომ ყველაფერი უაზრობაა.
წარმატებაც, წარუმატებლობაც, სისულელეა.
დარწმუნებული ვარ ბევრი ადამიანი იბადება და კვდება ბედნიერი, ისე რომ მათ შესახებ არავინ არაფერი იცის.
მათ იპოვეს სიმშვიდე, და იპოვეს ჭეშმარიტება.
მინდა ასე მოვკვდე.
მარტივად.
ნამდვილად.
ადამიანად.