მოგესალმებით ყველას!
გთხოვთ არ დაიზაროთ წაკითხვა.
დიდი ხანია არ გამოვჩენილვარ და არაფერი დამიწერია, არადა მინდა რომ ვწერო, გაგიზიაროთ ახალი ფიკები მაგრამ ჩემი გრაფიკი ამის საშუალებას არ მაძლევს, თან ბოლო თვეებია ქვეყნიდან წასვლის გამო და სამუშაოს გამო ძალიან დიდი სტრესი მაქვს და ვერაფერზე ვერ ვკონცენტრირდები, დღის ბოლოს ძილის გარდა არაფერს არ ვაკეთებ.
მინდა გითხრათ, რომ ჩემი ნაწერები რასაც აქ ვწერდი არასდროს ყოფილა გათვლილი დიდი აუდიტორიისთვის, მე ვწერდი პირველ რიგში ჩემთვის და რაც მთავარია თქვენთვის რადგან თქვენი აზრი ჩემთვის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
არ ვიცი რატომ არცერთი ფიკი არ მიწერია ისე, როგორც რეალურად ვწერ, გამართულად და ჩამოყალიბებულად. მივხვდი, რომ არ იცით ჩემი რეალური წერის სტილი, არც პროზა და არც პოეზია.
რადგან უკვე სამშობლოში, ჩემს საქართველოში ვბრუნდები უკვე შემიძლია ამ პლათფორმას მივხედო სერიოზულად.
მჭირდება თქვენი დახმარება.
ჩემი ვერ და არ აქტიურობის გამო, ჩემი პროფილი "ჩაკვდა".
ვგეგმავ ჩემი ნაწერები დიდ აუდიტორიაზე გამოვიტანო, სერიოზულად მივუდგე ჩემი წერის საკითხს და დავიწყო აქედან. ძალიან გამიხარდება, თუ ჩემს გვერდით იქნებით და თქვენს აზრს გამიზიარებთ ამ იდეასთან დაკავშირებით.
ბედნიერ დღეს გისურვებთ ✨❤