IWTDWAT_13

დღეს წვიმაში ვიცეკვე.ეს იმდენად კარგი და ამაღელვებელი გრძნობაა,დიდი ხანია ასეთი გახარებული არ ვყოფილვარ. იმ მომენტში მივხვდი რომ ყველაზე გულწრფელად ვიცინოდი რაც კი ოდესმე გამიცინია.  ვხედავდი პატარა წყლის წვეთებს ჩემს ხელებზე და მივხვდი რამდენად შეუძლია მას ჩემი გაბედნიერება.მართლაც რომ საოცარია, თითქოს ყველა დარდი და ნეგატიური ფიქრები განდევნა ჩემსგან და ახლა ვგრძნობ რომ თავისუფალი ვარ, ალბათ არაფერი, უბრალოდ წვიმაა რომელსაც ხალხი გაურბის, ქოლგის ქვეშ ემალება, მაგრამ ჩემთვის ის იმდენად კარგ და აღმაფრთოვანებელ მოვლენად იქცა. საოცრად შემიყვარდა ეს პატარა ციდან მომცვინარი  წვეთები. შეიძლება ბევრს არ უყვარს ის, მაგრამ ვაღიარებ რომ მე კარგ ამინდზე მეტად მომწონს, ყველაფერს თავისი ხიბლი აქვს, ასევე წვიმასაც, მაგრამ ის ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე სხა...

IWTDWAT_13

დღეს წვიმაში ვიცეკვე.ეს იმდენად კარგი და ამაღელვებელი გრძნობაა,დიდი ხანია ასეთი გახარებული არ ვყოფილვარ. იმ მომენტში მივხვდი რომ ყველაზე გულწრფელად ვიცინოდი რაც კი ოდესმე გამიცინია.  ვხედავდი პატარა წყლის წვეთებს ჩემს ხელებზე და მივხვდი რამდენად შეუძლია მას ჩემი გაბედნიერება.მართლაც რომ საოცარია, თითქოს ყველა დარდი და ნეგატიური ფიქრები განდევნა ჩემსგან და ახლა ვგრძნობ რომ თავისუფალი ვარ, ალბათ არაფერი, უბრალოდ წვიმაა რომელსაც ხალხი გაურბის, ქოლგის ქვეშ ემალება, მაგრამ ჩემთვის ის იმდენად კარგ და აღმაფრთოვანებელ მოვლენად იქცა. საოცრად შემიყვარდა ეს პატარა ციდან მომცვინარი  წვეთები. შეიძლება ბევრს არ უყვარს ის, მაგრამ ვაღიარებ რომ მე კარგ ამინდზე მეტად მომწონს, ყველაფერს თავისი ხიბლი აქვს, ასევე წვიმასაც, მაგრამ ის ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე სხა...

IWTDWAT_13

1 ნაწილი
          ჩემი სულის სახლს ვერ ვპოულობ....
          გაინტერესებთ სად ჰპოვებს ის სიმშვიდეს? 
          ღამით, ვარსკვლავებით მოჭედილ ცაზე.ჩემს ეზოში ჰამაკში ვწვები და მათ შევსცქერი, ჩემს საყვარელ მელოდიას ვრთავ, რომელიც რაღაღქმაუნდა მშვიდი, წყნარი, სევდიანი და ნაზია, ხანაც აბობოქრებული... გააჩნია თავს როგორ ვგრძნობ. ხან ვტირი, ხან უბრალოდ შევცქერი მათ, არანაირი ემოციით, მეც ვღიღინებ.
          

IWTDWAT_13

2 ნაწილი
           ბევრი ვარსკვლავია ცაზე... მაგრამ მე სამი მათგანი განსაკუთრებით მიყვარს, ისინი უფრო კაშკაშებენ და ერთმანეთთან ახლოს არიან, სამკუთხედს ქმნიან, ალბათ თავიდანვე ამით მიიბყრეს ჩემი ყურადღება.
          მათ ყველაზე ხშირად შევსცქერი და ვფიქრობ როგორც ყოველთვის.
          ამ ბოლო დროს ყველაზე კარგად რაც გამომდის ეს ფიქრია :) ადრე ბევრს ვტიროდი, მაგრამ ახლა თითქოს აღარ გამომდის. ცრემლები მომდის მაგრამ ვერ ვტირი :( 
          დიდი ალბათობით გაგიჩნდებათ კიყხვა: "ეს როგორ" 
          

IWTDWAT_13

3 ნაწილი
          როდესაც ვფიქრობ, მახსენდება ჩემი ტკივილი, მინდა ვიტირო მაგრამ არ გამომდის, მინდა ემოციებისგან დავიცალო მაგრამ არ გამომდის რადგან სიცარიელის მეტს ვეღარაფერს ვგრძნობ. შეიძლება ერთი ორი ცრემლი ჩამომივარდეს მაგრამ ვერ ვტირი! ვერ ვღრიალებ ბოლო ხმაზე რომ მომეშვას! მაგრამ აღარაფერია რაც გულზე მტკივნეულად მაწვება რადგან მივეჩვიე. ხანდახან მიკვირს 
          როდესაც ის რაც ადრე მტკენდა აღარ მტკენს. ჩემს თავს ვეკითხები ხოლმე: "მარი იტირე ეს ხომ უნდა გტკენდეს რატომ აღარ გრძნობ გულში საშინელ წვას რატომ აღარ სლუკუნებ ტირილისგან!?"- მაგრამ ამაზე პასუხი არ მაქვს.
          

IWTDWAT_13

4 ნაწილი
          ყველა მტოვებს............ : )
          ამდენი ხალხია ჩემს ირგვლივ და თავს მაინც მარტოსულად ვგრძნობ. ეს საშინელი შეგრძნებაა.
          საზოგადოებაში ვიღიმი, ვიცინი, ბედნიერი ვჩანვარ, თითქოს ყველაფერი კარგად არის.
          ალბათ ეს ყალბი ღიმილია რომელიც თავდასაცავად მაქვს აკრული რადგან ხალხს ჩემი ტკივილი არ დავანახო, არ მნდა ვინმესთვის ზედმეტი ტვირთი ვიყო.
          როდესაც ამდენ ხალხში თავს მარტოსულად გრძნობ ეს ხომ საშინელებაა, მაგრამ ამაზე უარესი იცით არ არის? როდესაც გგონია რომ "ვიღაც" შენს გვერდითაა და აღმოჩნდება რომ მას ფეხებზე ჰკიდიხარ ეს უფრო მტკივნეულია სიტყვაზე მენდეთ!
          არ ვიცი ამ ყველაფერს აქ რატომ ვწერ მაგრამ მინდა რომ ჩემი ტკივილი და სადარდებელი ვინმეს გავუზიარო.
          მინდა ვინმეს მხარში დგომა ვიგრძნო!
          არ მეშინია მარტოობის რადგან ამასაც მივეჩვიე უკვე.
          სიყვარულის მჯერა მაგრამ მხოლოდ ფილმებში, წიგნებში და თუნდაც პიკებში,რეალურ ცხოვრებაში აღარ მწამს. ოცდამეერთე საუკუნეში თითქოს სიყვარული გაქრა. ირგვლივ ხალხი გაცივდა, ყველა თავის თავზე დარდობს და სხვა არაფერზე და არავიზე.
          გული მტკივა მაგრამ ამას ბოლო დროს ვეღარ ვგრძნობ.
          ადრე ისე მიწვავდა გულს ეს შეგრძნება.
          როდესაც ვიაზრებდი რომ ხალხის მიმართ ჩემი სიყვარული,სიკეთე და ერთგულება ამაო იყო.
          სიტყვები ყველაზე დიდ ტკივილს მაყენებდა, ფიზიკური ტკივილი ჩემთვის არაფერი იყო და ახლაც ასეა.
          როდესაც უხეშად მომმართავდნენ, ცუდ სიტყვებს მეუბნებოდნენ ტკივილნარევი წვა გულში ტირილს მაიძულებდა მაგრამ ახლა ასე აღარ ხდება. ამაზე გული აღარ მტკივა რატომ არ ვიცი. შეიძლება ოდნავ მკრთალად ვიგრძნო მაგრამ ტირილი არ გამომდის, ასე რომ ვთქვათ ცრემლები დამიშრა :)
          დღესაც ბევრ რამეზე ვდარდობ, ვფიქრობ და ვჯავრობ.
          აქ დავამთავრებ. ბევრი რამ მაქვს კიდევ სათქმელი მაგრამ დღეისთვის საკმარისია.
          ახლა კი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, იმ თითოეულ ადამიანს ვინც ჩემს პიკს კითხულობთ. 
          მადლობა ყველას! ეს ჩემთვის მართლა ბევრს ნიშნავს. როდესაც ვხედავ იმ რიცხვებს რომლის რაოდენობაც მკითხველებზე მიუთითებს ჩემს გულში ბედნიერების ნაპერწკალს აღვივებს. მადლობა! უმნიშვნელო მაგრამ საოცარი გრძნობისთვის
          დროებით!