Mystic-Wildflower
გამარჯობა ჩემო მკითხველებო, როგორ ხართ? არ ვიცი რამდენი დარჩით ჯერაც თუმცა მომენატრეთ. "ალისფერი ცხოვრება" დასრულებულია. ერთადერთი შეიძლება ეპილოგის თავი დავამატო მოგვიანებით, თუმცა ჯერჯერობით ასეთი დასასრული მომწონს, რადგან არ ვიცი ღირს თუ არა ისე დასრულება როგორც ვგეგმავდი. (მაშინ მეორე ნაწილის დაწერა მიწევს) ვინც დარჩით იქნება გამიზიაროთ რას ფიქრობთ ამ ფიკზე? თავიდან ბოლომდე ჩემია და ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი. ღირდა მისი დაწერა? რამდენად საინტერესო აღმოჩნდა თქვენთვის. პერსონაჟებზე რას იტყვით... ყველაფერი მაინტერესებს რასაც შეიძლება მასზე ფიქრობდეთ. ამიტომ გთხოვთ გამიზიარეთ რას ფიქრობთ. მანამდე კი დავაბრუნე ჰარი პოტერისა და სამეფო თამაშების ფიკები და თარგმნას განვაგრძობ, თუმცა უფრო აქტიურად თებერვლიდან შემოგიერთდებით. დროებით. მიყვარხართ.
Lovesoon_001
@Mystic-Wildflower გამარჯობა, მთლიანად წავიკითხე "ალისფერი ცხოვრებ" და მინდა გითხრა რომ ძალიან მომეწონა. განსაკუთრებით მომწონს ანალის პერსონაჟი, რომელმაც იმდენი რამე გადაიტანა რომ ბედნიერ დასასრულს იმსახურებს, მომწონს როგორ ფიქრობ დარიუსი ყოველთვის მასზე და ცდილობს დაეხმაროს. გული დამწყდა დასასრულზე ცოტა არ იყოს, რადგან ვერ ვნახეთ ანალის ბედნიერი დასასრული. თუ ეპილოგის დაწერას გადაწყვეთ ანალის ბედნიერი დასასრული აჩუქე. ედრიენის მომენტებზე ვაფრენ, დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი უფრო მეტს ედრიენისა და ანალის წარსულზე, მომავალზეც არ ვიტყვი უარს თუ მას როგორმე დააბრუნებ ცოცხალთა სიაში. მოკლედ ძალიან მომეწონა და ველოდები ეპილოგს ან მეორე ნაწილს
•
Reply