SeewaLee
Link to CommentCode of ConductWattpad Safety Portal
ამასწინათ Music is you გადავიკითხე…
ჯერ ვყოყმანობდი, რაღაცნაირად არ მინდოდა საკუთარი დაწერილის წაკითხვა :დდ. მაგრამ ბოლოს დავნებდი.
აღმოვაჩინე, რომ ამ ისტორიის წერის დროს უფრო თამამი ვიყავი, უფრო გახსნილი ვიდრე ახლა :(( განსაკუთრებით, როცა საქმე “+18” - ს ეხება… არ ვიცი, რაღაც მომენტში ვერ ვიჯერებდი, რომ ჩემი დაწერილი იყო..
სიყვარულით SeewaLee
SeewaLee
ამ ბოლო დროს უცნაურობები მემართება სულ.
ახლა აღმოვაჩინე რომ ახალი წლის მისალოცი “პოსტი” არ გამოქვეყნდა :((
მოკლედ დაგვიანებით გილოცავთ ყველას და ბედნიერ წელს გისურვებთ
2023 ჩემთვის ახლის დასაწყისის წელი იყო. მიხარია, რომ სწორედ ამ წელს გავბედე და გამოვაქვექნე ჩემი პირველი ნამუშევარი. <3
რაღა თქმა უნდა უდიდესი მადლობა ჩემს ერთგულ მკითხველს, ვინც ყოველთვის მამხნევებს და ჩემს გვერდით დგას. <3
SeewaLee
როგორ ველოდი ამ დღეს, One Night Stand და Music is you ს 1k + ნახვა აქვს <3
მადლობა ყველას ვინც ჩემს ისტორიებს კითხულობთ <3. შეიძლება ვიღაცისთვის ეს ძალიან მცირედია, მაგრამ მე ამითაც უბედრიერესი ვარ… <3
SeewaLee
ჩემს ერთგულ მკითხველს - @nnitsa - ს ვულოცავ დაბადების დღეს <3. @nnitsa, საუკეთესოს გისურვებ ყველფერს ცხოვრებაში, წინსვლას და ბევრ წარმატებას. <3 მადლობა, რომ ყოველთვის მხარს მიჭერ… <3
SeewaLee
საკუთარ თავს Challenge-ში ვიწვევ, წლის ბოლომდე “One night stand”- ი უნდა დავასრულო :) :დდ
P.s როგორ ხართ? მომენატრეთ <3
SeewaLee
@nnitsa ვეცდები ყველანაირად. ისედაც ძალიან გამეწელა ამ ფიკის წერა მეც კარგად, როგორც შესაძლებელია უნივერსიტეტის და სამსახურის გამო ხან საერთოდ არაფრის თავი არ მაქვს ხოლმე. პლუს ამას შუალედურები დამეწყო ამიტომ ვეღარ ვიცლი ხოლმე,
•
Reply
SeewaLee
ხომმ… დღეს ჩემი დაბადების დღეა და როგორც ყოველთვის უაზრო ხასიათზე ვარ!
ისეთი არაფერი, მინდოდა თქვენთვის გამეზიარებინა
Ps. გამოიცანით რამდენის გავხდი…
SeewaLee
გამარჯობა ჩემო ძვირფასო მკითხველებო :)) როგორ ხართ? პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ძალიან მომენატრეთ <3.
ვიცი, ფიქრობთ სად დაიკარგაო :(. ეს დრო მჭირდებოდა დასაფიქრებლად თუ როგორ გამეგრძელებინა ისტორია. ეს დრო ცუდი პერიოდი მქონდა, ისე გადავიღალე, რომ სხვა ვერაფერზე ვფიქრობდი… მაგრამ ახლა ვიცი როგორ გაგრძელდება One Night Stand-ი და შევეცდები მალე დაგიბრუნდეთ ახალი თავით.
უღრმესი მადლობა ვინც მელოდებით მე და ჩემს ახალ თავებს. ნახვები დღითიდღე იმატებს და ძალიან მაბედნიერებს :))…
კიდევ ერთი რამ, მინდა მითხრათ ბოლოდროინდელ კომენტარებზე ჩემი პასუხები თუ ჩანს თქვენთან, რადგან აღმოვაჩინე, რომ მე არ მიჩვენებს, თუმცა პასუხები ნამდვილად დავაბრუნე…
სულ ეს იყო, მიყვარხართ და მომენატრეთ…. მალე შევხვდებით <3
SeewaLee
მეც კარგად ვარ, უბრალოდ ხანდახან დეპრესიული ვხდები, როცა ვერაფერს ვაკეთებ მაგრამ უნდა შევეცადო…
მადლობა გვერდში დგომისთვის, ჩემთვის ბევრს ნიშნავს
P. S იმედია ეს პასუხი მაინც მოვა…
•
Reply
SeewaLee
გამარჯობა, როგორ ხართ?
აი რაშია საქმე. რამდენიმე დღეა სამსახურის მერე, საღამოობით საათობით ვუზივარ ლეპტოპს და გაგრძელების დაწერას ვცდილობ, მაგრამ თავში არაფერი მომდის, რაღაც იდეები მაქვს, თუმცა ამ იდეების განსახორციელებლად სიუჟეტის განვითარებაა საჭირო. უკვე მრცხვენია, რომ ამდენი დღეა არ დამიდია ახალი თავი. გამიგეთ გთხოვთ, როგორც კი მოვახერხებ დავდებ ახალ თავს... <3
SeewaLee
ვიფიქრე, ცოტა გავაქტიურდი, მალე დავდებ ახალ თავებსთქო, მაგრამ...
ისე ცხელა არსებობა მეზარება :დ. ხოდა როგორც იქნა დავიწყე ახალი თავის წერა, ამიტომ დაელოდეთ <3.
SeewaLee
გამარჯობა <3 ვიცი დავიკარგე, დიდი ხანია არ გამოვჩენილვარ. იმედია მაპატიებთ, დასასვენებლად ვიყავი, ამიტომ მხოლოდ ცოტას დაწერა შევძელი. (მეპატიება ხომ, ალბათ:(...) ახალ თავს ვამზადებ, არ მინდა პატარა თავის დადება. ცოტაც დამელოდეთ <3. მომენატრეთ!!