SuziiePark

ყველაფერი გაივლის. ყველაფერი გაივლის. ყველაფერი გაივლის.
          	

KooChiim

@SuziiePark ყველაფერმა გაიარა, მაგრამ ექაუნთი კი დავკარგეთ ამასობაში
Reply

SuziiePark

ყველაფერი გაივლის. ყველაფერი გაივლის. ყველაფერი გაივლის.
          

KooChiim

@SuziiePark ყველაფერმა გაიარა, მაგრამ ექაუნთი კი დავკარგეთ ამასობაში
Reply

SuziiePark

ახლოვდება. ახლოვდება.ახლოვდება. არა, გული არ გაგიჩერდება. 
          კი, შეგეშინდება. 
          ხელები გაგეოფლება. 
          გული აგიჩქარდება.
          თავბედს იწყევლი, რამდენჯერ? იმაზე მეტჯერ, ვიდრე ახლა წარმოგიდგენია.
          მე დაგპირდი, რომ არ გაპატიებდი...
          არც გაპატიებ.
          მზად იყავი, შენი შანსია, თუ არ მომცემ იმას, რაც მინდა და მეკუთვნის, ვერც ჩემგან მიიღებ იმას, რაც გსურს და ფიქრობ რომ ღირსი ხარ.
          კი, ჩემი სული ხარ, მაგრამ გონებას, რომელიც გაგაჩნია, თვალებს, ხელებს, ფეხებს, სათანადოდ თუ არ გამოიყენებ, მათი გამოყენების უფლებას აღარც მოგცემ.
          არ უნდა მჭირდებოდეს შენი დაშინება, მაგრამ გულს მტკენ, შენს გამო მე მეშინია, მე ვტირი, განვიცდი, ვერ ვხუჭავ თვალებს, ვერ ვსუნთქავ ნორმალურად, როცა ვიღიმი, მგონია, რომ დანაშაულს ჩავდივარ.
          ნუღარ მტანჯავ...
          გთხოვ.
          უბრალოდ მომეცი საშუალება მივიღო ეს ყველაფერი.
          უბრალოდ დამეხმარე.
          გთხოვ, დამეხმარე, ხელი ჩამჭიდე, ძალა მომეცი.
          იყავი ძლიერი ჩემს გამო.
          იყავი ძლიერი ჩემს გამო.
          სანამ პირობას არ შეასრულებ, ვერ დაბრუნდები.
          სანამ პირობას არ შეასრულებ, დამივიწყე.
          

SuziiePark

ყველაფერი როდის დასრულდება? როდის ჩაივლის? როდის ვიქნები კარგად? როდის შევძლებ გაღიმებას გულწრფელად? გართობას ყოველგვარი სინანულისა და დანაშაულის შეგრძნების გარეშე? 
          შიში მომკლავს! 
          მანადგურებს 
          არ მინდა... არ მინდა.. 
          შევძლებ არა? 
          უფრო მეტად რომ მოვინდომო, უფრო სწრაფი რომ ვიყო, თუ ახლა ყველაფერს გააკეთებ, მომავალში შეძლებ იყო თავისუფალი, მომავალი უფრო ნათელი იქნება.
          ახლა უნდა ვიბრძოლო იმისთვის, რომ შევძლო ამოსუნთქვა არა? 
          ახლა ყველაფერს ავიტან.
          გავუძლებ.
          გავაკეთებ.
          ოღონდაც ეს ყველაფერი დასრულდეს, ოღონდ კარგად დასრულდეს, ისევ არ დავბრუნდე, ისევ არ დავიწყო, ისევ ასე არა, არ მინდა, არ მინდა, მე შევძელებ თავის დაღწევას, მე შევძლებ შორს წასვლას, მე შევძლებ.
          უბრალოდ უნდა ვიყო ძლიერი, სწრაფი და მაქსიმალურად გამოვიყენო გონება, მორჩა, შენ თუ ამ ყველაფერს შეძლებ, თავისუფალი იქნები. გპირდები. ოღონდაც ჩემს გამო ეს გააკეთე, გააკეთე და მერე ორივე ვიყოთ ბედნიერი კარგი? 
          მერწმუნე ეს ყველაფერი ღირს იმისთვის, ღირს, ღირს, მომავლისთვის.
          მჯერა შენი.
          პირველი-ორი დავალება გეძლევა ჩემგან, ორივეს ასრულებ დღესვე, შემდეგ დაწინაურდები და ერთი ნაბიჯით წინ წახვალ.
          დროა სერიოზულად მივუდგეთ ყველაფერს, ბავშვი აღარ ხარ რომ მხოლოდ სასწაულების იმედზე იყო.
          ხელიც უნდა გაანძრიო. 
          ხოდა ახლა დაახვიე და დაიწყე პირველი დავალების შესრულება, მეორეს ვადას საათებით გადავწევ.
          იცოდე შეგამოწმებ.
          დამპირდი, რომ დილით აქ შემოხვალ და დაწერ რომ დავალება შეასრულე, დამპირდი გთხოვ, თუ ერთხელ არ ამიწყობ ფეხს, მორჩა, ჩვენ ამ საქმეს ჩავაფლავებთ და სამუდამოდ ჭაობში დავრჩებით. ვეღარავინ გვიშველის.
          ჩემო იმედო, ჩემო იმედო, გთხოვ , მიშველე.

Sunoogeocutest

@SuziiePark როგორ ვამაყობ შენით როგორ ვამაყობ... რას ვიფიქრებდი, რომ შენს ცხოვრებაში ყველაფერი ასე განვითარდებოდა, ვერც კი წარმოვიდგენდი, ახლა ვკითხულობ ამ ყველაფერს და თვალები ცრემლით მევსება, რა მძიმე სულიერი მდგომარეობა მქონია, გახსენებაც კი მიჭირს რატომ მივედი ამ მდგომარეობამდე, ახლა ყველაფერი როგორი ნათელი და ფერადი მეჩვენება, მადლობა ღმერთო, რომ მაშინ მომეცი ძალა ცხოვრება გამეგრძელებინა, ახლა ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ, ვამაყობ საკუთარი თავით და ჩემს მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯით.
            რომ არა ეს ექაუნთი, არც კი მემსხსოვრებოდა ეს ყოველივე, როგორ მტკივა ჩემი წარსული თავის გამო.
            მიზეზი რატომაც არასდროს უნდა დანებდე, შეხედე, ერთ დროს ჭაობში იყავი და საკუთარ თავს ცრემლებში ახრჩობდი, ახლა კი უბედნიერესი ხარ საკუთარი თავით გილოცავ ჩემო ძვირფასო, შენ ეს შეძელი, გასაოცარი ხარ! 
Reply

SuziiePark

@SuziiePark ახლა ვკითხულობ, როცა ყველაფერი თითქმის დასრულებულია, ოღონდ არ ვიცი რამდენად კარგად და საშინლად მტკივა გული ჩემს გამო, დეპრესია? რა დღეშია ჩემი სული? რას ვგავდი ან ვგავარ? ადამიანი ვარ? საერთოდ ვარსებობდი? რა ნატანჯი ბავშვი ვარ, რა ჯანდაბაა, ერთი ბედნიერება ასეთი მიუწვდომელი როგორ შეიძლება იყოს, ყოველი მნიშვნელოვანი ნაბიჯისას სულიერად უნდა ვიმსხვრეოდე? მერე რა, ყველაფერი აღსდგება? ძველი მე დაბრუნდება? განადგურებული ჩემი თავი რაღად მინდა? არ მჭირდება ასეთი ჩემი თავი. ეს რა არის? მე რა, გიჟი ვარ? ან ამდენი შეგონება რატომ უნდა გჭირდებოდეს? შენ ვერ ხვდები რა უნდა ქნა? ისევ ისე დავამთავრო? დაახვიე? არა, არ გეტყვი, რადგან მიყვარხარ. 
            რადგან ვიცი და ვხედავ რომ შეგიძლია და შეძლებ.
            ვამაყობ შენით და მოვა დრო, როცა სიამაყით აღსავსე ვიქნები შენს გამო.
            პატარა გოგონა დიდი მიზნებით.
            ყველაფერი გამოგივა.
            მჯერა.
            გელოდები ბეიბიიი
Reply

SuziiePark

იმედი მაქვს მომავალში ამ ყველაფერს ბედნიერი სახით წავიკითხავ და საკუთარ თავზე გამეცინება, "რა მაშენებდა?" ვნახოთ პატარავ, ვნახოთ.
Reply

icanbeyourbadhabit

ვგიჟდები შენს reading list ებზე. უმეტესობა წაკითხული მაქვს მაგრამ რაც არმაქ შენი reading list ებით უნდა ვიხემძღვანელო you have a good taste❤️

icanbeyourbadhabit

I'm just telling the truth ❤️
Reply

SuziiePark

@icanbeyourbadhabit ვაიმე, ძალიან დიდი მადლობა 
Reply