იცით...ვცდილობ ახლა ბოლომდე მოვიტანო თქვენთან ჩემი სათქმელი...ყოველთვის როცა ვფიქრობდი რომ დაცემის შემდეგ ავდგებოდი, ისევ ძირს ვრჩებოდი. ყოველთვის როცა ჩემი თავის შეყვარებას ვცდილობდი მაშინვე მახსენდებოდა ის ზიზღი საკუთარი მეს მიმართ რომელიც ასე ტოქსიკურად წამლავდა მთელს ორგანიზმს. არასდროს შემეძლო გარეთ ბავშვებთან ერთად თამაში, არც ის რომ მათთვის უბრალოდ მეყურა, ვერც იმას ვახერხებდი რომ ერთი სიტყვა მაინც გადამეგდა სამოწყალოდ იმ ადამიანებისთვის რომლებიც ჩემთან დაახლოებას ცდილობდნენ, მე უარვყავი ისინი ვინებიც ჩემზე ნამდვილად ფიქრობდნენ. და რა დამრჩენია ახლა? როგორ არ უნდა მძულდეს თავი მაშინ როცა მახსენხება თუ რა გავუკეთე ადამიანს რომელიც მთელი მისი ცხოვრება სიყვარულს მეფიცებოდა. პატარა ვიყავი და ვერ აცნობიერებდი იმ ტკივილს რომელსაც ის ჩემს გამო გრძნობდა მაგრამ მაშინ როცა მისი გრძნობები უარვყავი და მისი ტკივილითა თუ სევდით გაჟღენთილი თვალები ვნახე, პირისპირ წავაწყდი რეალობას იმის შესახებ რომ უბრალოდ არარაობა ვარ და მეტი არაფერი. რაღა დამრჩენია თვიტმკვლელობის გარდა