გამარჯობა ყველას!
ამ მესიჯით გაცნობებთ, რომ მე ამ პროფილს ვტოვებ.
ქეიპოპი ალბათ რამდენიმე თვის წინ "გადამიყვარდა", აღარავის ვუსმენდი ისე ინტენსიურად, ახალი ამბებიც აღარ მაინტერესებდა, მაგრამ მახსოვდა რომ ფიკები მქონდა რომლებსაც დასრულება სჭირდებოდათ.
ალბათ როგორც ჩემი ბოლოს დაწერილი თავებიდან შეამჩნევდით ჩემი მოწადინება გაქრა და უკვე ძალით ვწერდი ფიკებს. ეს კი ნიშნავს, რომ კარგად ვეღარ ვწერდი და ეგეც უფრო მაღიზიანებდა, რადგან დიდხანს გალოდინებდით.
დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ასეთი მხარდაჭერისთვის, ყოველი თქვენი კომენტარი და წაკითხვა მაბედნიერებდა. რაც აქ წერა დავიწყე წლების წინ, ცხოვრება ცოტა უფრო სახალისო გახდა.
ძალიან დიდ ბოდიშს ვუხდი "ძილი ნებისა"-ს მკითხველებს, რადგან ასე მივატოვე, მაგრამ სერიოზულად ვეღარ ვწერ. შეგიძლიათ თვითონვე მოიფიქროთ, როგორ გაგრძელდებოდა, რადგან არა მგონია ოდესმე დავამთავრო.
მე ახლა გადავდივარ @mar_sy_ko პროფილზე. აქ ვწერ ორიგინალ და ჩემთვის სასიამოვნო ამბებს ინგლისურად, რაც უფრო მომწონს.
კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა და დიდი ბოდიში, რომ ალბათ იმედები გაგიცრუეთ.
ნახვამდის, მიყვარხართ ❤️