გავუჩინარდი? არ ვიცი...
დავბრუნდი? არ ვიცი...
ერთი ძველი საქმის დასრულება მომინდა, უფრო სწორად რომ ითქვას კარგა ხანია მინდა. ერთიც ძველი ნაშრომის თავიდან ატვირთვა მინდა... არ ვიცი. საერთოდ თუ გახსოვართ ვინმეს, ან რა ძალით დავბრუნდი ისიც არ ვიცი. მეგონა 19წლის ანიტა შეეშვებოდა წერას და მათემატიკით სხვა ცხოვრებას აიწყობდა, მაგრამ ისევ აქ ვარ... ისევ არ ვიცი... ადრეც ტკივილმა მომიყვანა აქ, მგონი ახლაც ტკივილს მოვყავარ. არ მომნატრებია, მაგრამ აქაურობა მიყვარს, კაეგი ბავშვობა მქონდა აქაურობის წყალობით. ბევრი რამ ვისწავლე. ბევრი რამ კიდევ დამავიწყდა, მაგალითან ნაწერის გამოქვეყნება, მაგრამ რაღაცნაირად გავიხსენებ...