ღამის საათებში შემომაწვება ხოლმე აქაურობის ნოსტალგია. ვინც კვლავ სტუმრობთ ხანდახან ვათპედს, როგორ ხართ? სად ხართ? თავს როგორ გრძნობთ?
ასე მგონია, ჩემი წყევლაა მელანქოლია. რა ვქნა, წარსულის ადამიანი ვარ, სულ მენატრება. რამდენადაც წინ მივდივარ, იმდენად უკან მექაჩებიან ხოლმე ძველი განცდები.
ამ შუაღამით იმის თქმა მომინდა, რომ გარდასული დროები არ გვტოვებს ზოგს. ის კი ვერ გამიგია, თვითონ არ მიდის თუ მე არ ვუშვებ. ალბათ მარტოობის ჟამს რაღაც მჭირდება ხოლმე, რასაც ჩავეჭიდები და თავს შევაფარებ და სწორედ ეგაა ესეც.
ფეისბუქის საძიებო ველი გადავატრიალე ახლახან ვათპედისა და ვათის ხსენებით, თუმცა ისეთი ვერაფერი ვნახე, რასაც მივეკედლებოდი. ყოველთვის ვიცოდი, რომ ასე დამთავრდებოდა ყველაფერი. უფრო სწორედ კი, ჩემთვის არ დამთავრდებოდა - მარტოობასა და ნოსტალგიაში გაგრძელდებოდა.
ჰოდა, ისევ ვიკითხავ - როგორ ხართ? სად ხართ? თავს როგორ გრძნობთ?