beattrisi

-ბაბუ, კიდევ დიდხანს უნდა ველოდოთ?
          	-ოხ ბაბუ, თან რამდენხანს, მთავარია მოთმინება, ყველა საქმეში მოთმინება გმართებს ადამიანს, თორემ ისე არაფერი გამოვა
          	-მე კიდევ დავიღალე, უკვე რამდენი ხანია არცერთი გამოჩენილა.
          	-დაელოდე, აუცილებლად მოვა
          	-დარწმუნებული ხარ? 
          	-რა თქმა უნდა, არ მენდობი?!
          	-ყველაზე მეტად შენ გენდობი ბაბუ
          	 შვილიშვილს თბილად გაუღიმა თავზე და თავზე ხელი გადაუსვა 
          	-ბაბუ, ბაბუ 
          	აღტაცებული 7წლის ბიჭუნა ყვიროდა
          	-მოვიდა, მოვიდა 
          	-დაიჭირე ბაბუ დაიჭირე არ გაიქცეს 
          	ფრთხილად იღებდა ანსკესს ბიჭუნა და მოუთმენლად ელოდა თევზს, ცოტახანში წყლის ზეპარიზე ამოყო თავი ცარიელმა კაუჭმა.
          	- ბაბუ,წავიდა? 
          	სევდიანად იკითხა ბიჭმა
          	-წავიდა, წავიდა მაგრამ შენ მაგაზე არ იდარდო ხშირად ხდება ასე, მიდიან, მარადიულად ხომ ვერ იქნებიან, ის წავიდა მაგრამ მის ნაცვლად სხვა მოვა.
          	მიდი და კიდევ გადაუშვი ანკესი, ყოჩაღად, იმედიანად ხომ იცი ბებია გველოდება, და ბომბორა ის თეთრი ბეწვის გორგალი ხომ უნდა გავასუქოთ.
          	… 
          	სახლში თევზით სავსე ვედროთი დაბრუნდნენ ბაბუა და შვილიშვილი, ბებია გამოებება რაც შეეძლო მაღლა აწია ბიჭუნამ კალათი ამაყად აჩვენებდა ბებოს მონაპოვარს, ბომბორაც ფეხებს შორის ედებოდა და დაკრუსუნებდა. სიყვარულით სავსე თვალებით შესცქეროდა ბაბუ და თავისი ბავშვობა ახსენდებოდა. 
          	
          	…
          	ძალიან სწრაფად გავიდა ორი თვე, უეცრად შეიმოსა ბებია შავებში, უეცრად შეიკრიბა სახლში უამრავი ხალხი, ბიჭი სულ ბებოს დაყვებოდა, გვერდიდან არ ცილდებოდა, ფიქრებში გახვეული ბებია კი ვერც ამჩნევდა, ბაბუს გამოსვენებისას თავი ვეღარ შეიკავა და ლოყებზე დიდხანს შეკავებულმა ცრემლებმა გაიკვლიეს გზა,დაუნდობლად ასველებდნენ მიწას.
          	ბიჭს უნდოდა რამე ეთქვა, მაგრამ სიტყვებს თავს ვერ უყრიდა, ბოლოს დედას მოკრა თვალი სადღაც ხალხს უკან დაინახა მისი მუცელი და გახარებულმა ბებიას შესძახა:
          	- ბებია, ბებია! ბაბუ არ წასულა…მართალია წავიდა, მაგრამ მის ნაცვლად სხვა მოვა, სხვა კი არა აი მალე სულ მალე,ჩემი ძამიკო მოვა, ძალიან მალე მოვა, ნუ ტირი რა