გამარჯობა , შენ წესით უნდა გახსოვდე , მე შენ უკანასკნელად გესაუბრები , რადგან ხშირად მაწუხებდა ფიქრი იმაზე , რომ ვერ დაგემშვიდობე ისე , როგორც ეს იყო აუცილებელი და როგორც შენ ამას იმსახურებდი. შენ ცხოვრების სრულიად ახალ ეტაპზე ხარ , მე მთელი გულით და სულით, იმაზე მეტადაც კი ,ვიდრე ალბათ წარმოგიდგენია ,გისურვებ ბედნიერებას შენს მეუღლესთან, შენს შესანიშნავ შვილს კი ყველაფერ საუკეთესოს ,რაც შენ მისთვის გინდა . ახლა მალე მე ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავდივარ, შენთვის კი მადლობა მაქვს სათქმელი, რომ ჩემთვის კარგი მეგობარი იყავი და ბოდიში მოსახდელი , რომ მე არ ვიყავი კარგი მეგობარი. მე ნამდვილად ბევრი რამ მქონდა სასწავლი, გადასაფასებელი და გასააზრებელი , ამას ახლა იმაზე უკეთ ვაკეთებ ,ვიდრე მაშინ, როცა ჩვენ ერთმანეთს ვიცნობდით. ჩემთვის შენ ყოველთვის იყავი განსაკუთრებული ადამიანი და ვფიქრობ შენ არ უნდა დაგამძიმოს ჩემგან ასეთმა მოკლე ,,წერილმა". ყოველთვის ბევრი რამ მინდოდა მეკითხა შენთვის , თუმცა ახლა არაფერს გკითხავ , ვიცი შენ კმაყოფილი ხარ , მიაღწიე იმას , რაც გინდოდა და ამის გარდა აღარაფერია ისეთი მნიშვნელოვანი, რომ მე დამატებითი კითხვები დაგისვა. მე აქამდეც უნდა მეთქვა შენთვის ეს ყველაფერი საკმარისი გამბედაობა რომ მქონოდა და საკმარისად გავზრდილიყავი, თუმცა ალბათ გვიანაც არაუშავს. წლები გადის და ჩემი მეგობრები ჩემი გულიდან არსად მიდიან , ეს ასეც უნდა იყოს. გემშვიდობები.