ძალიან ათხრილი ვარ ნერვებზე....
არ ვიცი რა მემართება. თითქოს საკუთარ თავს ვკარგავ, ვიშლები ნაწილებად. ბევრმა მითხრა უკვე რომ ვეღარ მცნობენ, აღარ ვარ ის მწვანეთვალება, სწავლას მოწადინებული, საყვარელი პუტკუნა ბიჭი რომელიც ადრე ვიყავი, ახლა ყველას თითქოს აღარ ვჭირდები. თავს ზედმეტად ვრგძნობ დედამიწაზე.
დღეს კიდევ ერთხელ დამემატა ტვირთი, კიდევ ერთხელ მითხრეს რომ ვეღარ მცნობენ, ვცდილობ დავიბრუნო ჩემი დაკარგული ძველი თავი, მაგრამ ეს უბრალოდ არ შემიძლია და ეს ადამიანებს არ ესმით. ზედმეტად ბევრ დროს ვატარებ მობილურში, ამიტომ ვფიქრობ, წერას ნაკლებად დავუთმობ დროს, მაპატიეთ