ამ წამს მანქანაში ვზივარ, რომელსაც უკანა მხარე მთლიანად შელახული აქვს. ინციდენტი 600 წამის წინ მოხდა.
უდრეკად ვზივარ არც კი შემრხევია მიმიკა მწუხარებისა, ტკივილისგან ან მოულდნელობის გამო. ვზივარ ყურსასმენებით და ჩიფსით ხელში.
ტუჩზე ნაკბენი მაქს, ძალიან,ძალიან მკრთალად მოჟინავს სისხლი იქიდან. ჩიფსზე მოყრილი მარილი კი როცა ნაკბენს ედება უფრო მეწვება, ვერ ვიტყვი, რომ არ მსიამოვნებს.
დაჟინებულ მზერას ვგრძნობ, ინტერესი არ მაქვს ვინაა ან რატომ მიყურებს ისე რომ მის ენერგიას ვგრძნობ, მაგრამ ძალა უნებურად თვალში მხვდება იგი.
ისაა
იმ მანქანაში საჭეს გვერდზე მჯდომი ბიჭი. გრძელ სკამზე ზის, ორ თითს შუა მყრალი სიგარეტი მოუმარჯვია რომელსაც თავადვე წვავს ფილტვებით, ფეხს ნერვიულად ათამაშებს.
ხანაც წარბს მიწევს ხანაც ენას პირში ათამაშებს, ტუჩზე უკბენს.
ჩემი რეაქცია მისი მზერაზე?
ინდიფერენტული.
სულაც არ მადარდებს, ყურში სასურველი მელოდია ჩამესმის სასურველი ლირიკით და წარმომიდგენია ამ მელოდიაზე კლიპში თავი.
სასიამოვნოა.
შუა ოკეანეში ვარ, ვტივტივებ. თითქმის გამჭირვალე გრძელი კაბა მაცვია. საშინელი ამინდია. ღრუბლები შავია, მზე არ ჩანს გარშემო კი აღებული ზღვის ხმა ისმის.
სასიამოვნოა.
ბიჭი იქ აღარ ზის
მის ადგილას რამდენიმე სიგარეტის "ბიჩოკი" გდია.