emilliAna777

სიზმრად გნახე...
          	ისევ შემახსენე თავი, ისევ ამიფორიაქე გული და გონება, თითქმის მოშუშებული ჭრილობა შემიახლე...
          	სიზმარი, რომელიც  რეალობას საშინლად გავდა...
          	სიზმარი, რომელმაც მიძინებული მოგონებები თავიდან გამიღვიძა...
          	მისი შეხება იმდენად რეალური იყო, მგონი ძილში რეალურად მომდიოდა ცრემლები მის შეხებაზე. 
          	მისი ხმა, სახე, თვალები ყველაფერი ისე ძალიან მომნატრებია...
          	დაბრუნდა, გული ამიფორიაქა სიმშვიდე დამიფრთხო და შემდეგ, რათქმაუნდა წავიდა... 
          	ის ისევ წავიდა...

emilliAna777

სიზმრად გნახე...
          ისევ შემახსენე თავი, ისევ ამიფორიაქე გული და გონება, თითქმის მოშუშებული ჭრილობა შემიახლე...
          სიზმარი, რომელიც  რეალობას საშინლად გავდა...
          სიზმარი, რომელმაც მიძინებული მოგონებები თავიდან გამიღვიძა...
          მისი შეხება იმდენად რეალური იყო, მგონი ძილში რეალურად მომდიოდა ცრემლები მის შეხებაზე. 
          მისი ხმა, სახე, თვალები ყველაფერი ისე ძალიან მომნატრებია...
          დაბრუნდა, გული ამიფორიაქა სიმშვიდე დამიფრთხო და შემდეგ, რათქმაუნდა წავიდა... 
          ის ისევ წავიდა...

emilliAna777

ცხოვრებამ რაღაც ახალი ისევ მასწავლა... როდესაც ცხოვრებაში ღმერთი რაიმე მნიშვნელოვანს და ღირებულს გართმევს, დროთა განმავლობაში იმაზე ღირებულს გიბრუნებს უკან...

emilliAna777

ნეტავ მას ასეთი საშინელი ტანჯვისათვის არ გავეწირე, ნეტავ არ მივეტობევინე...
          ნეტავ ჩემთვის ფუჭი იმედები არ მოეცა...
          
          სული მტკივა, რადგან ვიცი ის ეხლა სხვის მონაწერზე იღიმება, სხვას უყვება მის სიზმრებზე, სხვისი ღიმილის მიზეზია...
          
          მეშინია იმის წარმოდგენა, რომ სხვა გოგოს უთბობს თავისივე ხელებით, გათოშილ თითებს...
          
          მეშინია, რადგან ძველებურად აღარაფერი იქნება... 
          მან მე დამივიწყა...

emilliAna777

მეშინია...
          მეშინია, რომ ისე მოვკვდები, ვერ გავიგებ რა არის რწფელი სიყვარული...
          
          მეშინია, რომ  საყვარელი ადამიანები დამტოვებენ...
          
          მეშინია, რომ ყველას იმედს გავუცრუებ...
          
          მეშინია, რომ ოცნებები არ ამისრულდება...
          
          მეშინია, ყველაფრის... მაგრამ არა სიკვდილის...

emilliAna777

მონატრება?
          გრძნობა, რომელიც იმდენად მწარეა, იმდენად, რომ გული ნაწილებად გეფშვნება...
          კისერში კი რაღაც დიდი, რაღაც მწარე, გეჩხირება...
          გინდა რაიმე თქვა...
          გინდა რაიმე გააკეთო, მოიმოქმედო, მაგრამ უბრალოდ ადგილიდან ვერ იძრვი და იმ დიდ, მწარე ბურთს გაჭირვებით ყლაპავ.
          მაგრამ რა ეშველება, ნაწილებად დაშლილ გულს?
          არაფერი...
          ის ვერ გამთელდება...
          ბოლომდე, ვერასოდეს გამთელდება...
          ყოველთვის გეტკინება, ყოველთვის მოგინდება მასთან, მაგრამ არაფერს გააკეთებ, რადგან ესაა სწორი. 
          სწორია, რომ ეხლა მისი მონატრება გტანჯავს, რადგან საკუთარი თავი ამისათვის შენ გაიმეტე...