hangshoo
ვიმედოვნებ ამას ისინი წაიკითხავენ ვისაც სჭირდებათ ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ამასწინებზე ვათფადზე თვალი მოვავლე თქვენს პოსტებს, მაინტერესებდა რას ფიქრობდით, რაზე მსჯელობდით რა მოგწონდათ და ა.შ. მოკლედ ასე ვთქვათ ერთი პოსტიდან მოერეზე დიდხანს ვიმოგზაურე და ვერაფერი ხელჩასაჭიდი და პოზიტიური ვერ ვიპოვე. დამაბნეველი რომ არ ვიყო ასე დავაკონკრეტებ , 99% პოსტების იყო საშინლად დეპრესიული, სევდიანი , მელანქოლიური და როდესაც ტელეფონი გვერდით გადავდე და ღამის ქალაქს თვალი მოვავლე საშინლად მეტკინა ყველას ტკივილი. არ ვიცი რა ხდება, რა გტკივათ და შეუძლებელია ვიცოდე კიდეც, თითქმის არავის გინცობთ, მაგრამ მინდა იცოდეთ რომ ახალგაზრდობა ეს სასწაული პერიოდია, ტკივილი აუცილებლად გაყუჩდება , დღევანდელს დაივიწყებთ და ხვალიდან ყველაფერი კარგად იქნება. ვიცი უაზროა ასეთ პოსტების წერა და სხვის სულში და განცდებში ძრომლიც ალბათ უხეში გადაწყვეტილებაა, მაგრამ მინდა რომ სულ ერთი წამით დამიჯეროთ რომ ყველაფერი კარგად იქნება. ჯერ კიდევ ახალგაზრდები ხართ , რომ ყველაფერი ახლიდან დაიწყოთ, რომ დაივიწყოთ ძველი და საკუთარი უარყოფითი მხარეები დადებითად აქციოთ. ყველაფერი საკუთარი თავიდან იწყება, ასეა არა ? ჰო და თუ სამყარო არ მოგწონთ ცვლილებები საკუთარ თავში დაიწყეთ. ეცადეთ ყოველ დეტალში სიახლე და პოზიტივი დაინახოთ. მე როდესაც მელანქოლიური განცდები შემომიტევს და ვერ ვპოულობ მიზეზს , დასაწყის ან ბოლოს უბრალოდ ვდგები და რაღაცას ვცლი. სამუშაო მაგიდას ერთი ბოლოდან მეორეში მივათრევ, თუ ვწერდი აღარ ვწერ და თუ აღარ ვწერდი ვწერ, თმას ახალ ფორმას ვაძლევ , ვცდლიობ დავიწყებულ მეგობრებთან ისევ საერთო ვიპოვო და ზოგჯერ ახლანდელი მეგობრბეისგან ვისვენებ, ცუდი არაფერია სიახლეეებში დაიმჯერეთ. ეს ყველას გვჭირდება და ზოგჯერ საკუთარი ბნელი რეალობიდან გამოსვლის წამალიცაა. შეიძლება დღეს ფიქრობდეთ, რომ თვქენი არავის ესმის, ვერავინ იგებს და ვერც ვერავინ მიხვდება თქვენს აზრებს, მაგრამ დამიჯერეთ ადამიანი მარტო არადროს არ არის. ჩვენ თქვენი გვესმის და ჩვენ გვინდა რომ თვქენ ბედნიერები იყოთ. მე მუდამ ვიბრძოლებ უკეთესი მომავალი დღისთვის და შენც იმავეს გირჩევ. spread peace and love. თვქენი მონა-მორჩილი ჰანგშო :)
hangshoo
@oharigato მე შენ მიყვარხარ <3 მადლობა რომ სულ მაწითლებ და ჩემს დარცხვენაზე მუშაობ :დდ <3
•
Reply
hangshoo
@kimbushti არაუშავს, არ დაიძაბო ეგეთი აზრები ყველა ადამიანს აწუხებს, მთავარია იცოდე რომ ეგ აზრები უბრალოდ შენი სამართავია. დამიჯერე ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენ ყველანი ვიღლებით, ვიძაბებით, ვნერვიულობთ ეს ნომალურია. მთავარია ისწავლო როგორ დათრგუნო ეგ განცდები. მეც მქონია შეგრძნება რომ ზოგჯერ წერა მეზიზღება კიდეც და საოცრად მესმის, ასე რომ ჩემს მაგალითზე გეტყვი რომ არ უნდა დანებდე უფრო მეტი და მეტი უნდა წერო <3 ყველაფერი კარგად იქნება, ეგეთი რაღაცები აღარ იფიქრო. მე შენთან ვარ და კიდევ მილიონობით ადამიანი დამიჯერე სამყარო ძალიან ლამაზია, უბრალოდ ჩვენ უნდა ვისწავლოთ მისი ნათელი ფერების დანახვა <3
•
Reply