idumali_mwerali

მეგობრებო, ჩემი მოთხრობის —,,ნიღაბი" —მეორე თავი უკვე ატვირთულია. 
          	
          	წინასწარ გეუბნებით: ეს არ არის მორიგი, მარტივი და გასართობი თავი , რომელსაც თვალს გადაავლებთ და დაივიწყებთ. ეს არის ძალიან დიდი, შინაარსობრივად მძიმე და უმნიშვნელოვანესი ფაქტებით სავსე ტექსტი. ის ეხება დიდ ტყუილებს, რომლებსაც ბავშვობიდან გვაჯერებენ, და იმას, თუ როგორ გვმართავს მარკეტინგი. შიგნით არსებული ყოველი სიტყვა სრულიად რეალური და დაზუსტებულია.
          	
          	და აი, ჩემი გამოწვევა თქვენ: ვიცი, რომ ბევრ თქვენგანს უბრალოდ არ ეყოფა ნებისყოფა, გონება და ყურადღება, რომ ამ თავს ბოლომდე ჩაუჯდეს, თითოეული წინადადება გულით გადახარშოს და შუა გზაზე არ მიატოვოს. უმეტესობა ალბათ ვერც შეძლებს ამ ფაქტებისთვის თვალის გასწორებას, რადგან სიმართლე ყოველთვის აფრთხობს ბრბოს. მინდა დამიმტკიცოთ, რომ ვცდები. მინდა დამიმტკიცოთ, რომ თქვენ ძალა შეგწევთ, ირგვლივ ყველაფერს სხვა თვალით შეხედოთ, სანამ ძალიან დაგვიანებული არ არის...
          	
          	 თუ მართლა იპოვით საკუთარ თავში ძალას, ბოლომდე ჩაიკითხოთ და დაფიქრდეთ, აუცილებლად დამიწერეთ თქვენი აზრები კომენტარებში. ყველაფერზე გიპასუხებთ.
          	
          	✨️P.S. მესამე თავიც უკვე დაწერილი მაქვს. თუ დავინახავ, რომ ამ გამოწვევას გაუძელით და მეორე თავს უამრავი გამოხმაურება ექნება, მესამესაც ძალიან მალე დაგიდებთ. ვნახოთ, ვინ შეძლებს ბოლომდე წაკითხვას. 

დაგიბრუნდით კარგი სიახლით! ❤️ დავასრულე მოთხრობა „ინცესტის“ რედაქტირება და, რაც მთავარია, პირველად ვთარგმნე ინგლისურადაც. ვინაიდან თავები პატარა იყო, სამივე გავაერთიანე და ერთი სრულყოფილი თავი გამოვიდა. ასე რომ, შეგიძლიათ თავიდან ჩაუჯდეთ განახლებულ ვერსიას! იმედია ისიამოვნებთ.

nineliarmy

Ტენქ იუუუ❤️❤️❤️
Reply

idumali_mwerali

ავტვირთე ( "მაფია"სრულად+რედაქტირებული )შეგიძლიათ პოპკორნი მოიმარაგოთ და ჩაუჯდეთ პს.ბევრსაც იცინებთ 

idumali_mwerali

მოგესალმებით მეგობრებო.
            ხვალ დავასრულებ ჩემი ნაწარმოების "მაფია" რედაქტირებას.სიმართლე გითხრათ ბევრი რამ შევცვალე და იმედი მაქვს ახლიდან გადაავლებთ თვალს.
          ვინ იცის იქნებ მეორე ნაწილის(სეზონის) საწინდარიც იყოს...
                  თუ ვინმე ნახავთ ამ მესიჯს დამიკომეთ აუცილებლად❤️.

idumali_mwerali

მოკლედ, გადავწყვიტე ჩემი ნაწარმოები — „მაფია“ — დავარედაქტირო.წარმოიდგინეთ, ამ ისტორიით შემოვედი ვატპადზე და ახლა, 20 წლის ასაკში, ვზივარ და ჩემს 12 წლის ასაკში დაწერილ ნაჯღაბნებს ვკითხულობ. ხან მეცინება, ხან თავში ხელებს ვირტყამ — ისეთი უაზრობები მიწერია, საერთოდ არ გამიკვირდება, კითხვის ნიშნებისგან თავი თუ აგტკივდათ. მოკლედ, რას ვაპირებ: რადგან თავები ძალიან პატარაა, გადავწყვიტე ერთმანეთს გადავაბა. ბევრი რამე ისე არეულად მიწერია, რომ აზრი მეც ძლივს გამოვიტანე. მოგიწევთ ყველაფრის თავიდან წაკითხვა, რადგან ისტორიაში ბევრ რამეს მთლიანად შევცვლი. აბა, თქვენ იცით! 
          
idumali_mwerali

მეგობრებო, მოგესალმებით!❤️
          
          ბოდიშს გიხდით პაუზისთვის, გარკვეული მიზეზების გამო რამდენიმე თვე ვერ ვაქტიურობდი. ახლა კი დავბრუნდი და ბევრი საინტერესო სიახლე მაქვს:
          
          ●რედაქტირება: რადგან ადრე თავებს წერისთანავე ვტვირთავდი, ბევრი შეცდომა იპარებოდა. აპრილსა და მაისს სწორედ მათ გასწორებას დავუთმობ. „ნიღაბის“ პირველი თავი უკვე განახლებულია და შეგიძლიათ გადახედოთ! 
          
          ●თარგმანი:მაისის ბოლომდე ვგეგმავ ჩემი რამდენიმე მოთხრობის (ვანშოთის) ინგლისურ ენაზე თარგმნას.
          
          ●რაც შეეხება „ნიღაბის“ ახალ თავს – როგორც კი წერასა და რედაქტირებას დავასრულებ, მაშინვე გაგიზიარებთ! 
          
          ერთი სული მაქვს, როდის გაგიზიარებთ განახლებულ ტექსტებსა და ახალ თავებს!