უკვე მერამდენედ მახსენდება შენი ულამაზესი შემოქმედებები… ყველაფერს ვტოვებ და იმ იმედით მოვრბივარ, რომ ისევ გაასაჯაროვე ჩემი comfort fictions, მაგრამ ყოველ ჯერზე გულგატეხილი ვტოვებ ამ აპლიკაციას.
საშინლად მენატრება ლოლასა და თეჰიონის ამბების კითხვა, ვინსეტთან ერთად ჩაის მოწრუპვა და ჩემს საყვარელ ფსიქოპათზე ჩუმად გლოვა.
არ ვიცი, რა იყო მიზეზი ამ ყველაფრის გაქრობის, თუმცა ალბათ ასე მიიჩნიე სწორად.
მიუხედავად ამისა, შენი გადმოცემის ნიჭმა ჩემს სულში წარუშლელი კვალი დატოვა და ჩემი გული და გონება მუდამ მოისაკლისებს შენს ამაღელვებელ თხზულებებს ♥️