koo2koo
თქვენს რჩევებს ვკითხულობ ახლა და მწარედ მეღიმება. თქვენზე კი არა, ჩვენს სოციუმზე. მიღებულ დოგმებზე, თითქოს ცხოვრების წესად ჩამოყალიბებულ შეხედულებებზე.
როგორ ურჩევთ ჯონგუკს გამოფხიზლებას, თეჰიონის არჩევას, ნამჯუნის არჩევას, ვინმეს მკლავენში გაქცევას...
იქნებ ჯონგუკს საკუთარი თავის არჩევა სჭირდება და არა ვინმე სხვისი. იქნებ ჰარმონია და ბედნიერება საკუთარ თავს მოუტანოს. იქნებ არავინაა საჭირო, იმისთვის რომ კარგად ვიყოთ?
დღეს მეუბნებოდა ზუსტად დედაჩემის დაქალიეორე ნახევარი საჭიროაო. რატომ არავინ გვირჩევს და გვასწავლის, როგორ მოვუტანოთ საკუთარ თავს ბედნიერება და კომფორტი, ნაცვლად იმისა რომ ვინმეს მკლავებში ვეძებოთ თავშესაფარი?
როგორ გგონიათ? რა არის ამ ყველაფრის სათავე? რატომ შთაგვაგონეს, რატომ გვაქვს გამჯდარი სისხლში მსგავსი შეხედულებები?
koo2koo
@Galatea გალათეა, მიდი გადი, მოდი! წადი გჯუფში ანალიზი დაწერე, მომინდომა აქ ფილოსოფიური აზრების ფრქვევა. მე სად გიცდი და შენ სად ხარ?!
•
Reply
Galatea
@koo2koo ბავშვობიდან რასაც ნორმად თავს გახვევენ ასე ყალიბდები და ყველას არ სურს კომფორტის ზონიდან გამოსვლა, ქალთა დიდი ნაწილი იზრდება მაგ მოცემულობით რომ უნდა გათხოვდეს და ცოლი, დედა, დიასახლისი, სხვაზე დამოკიდებული იყოს. ამას ხელს საზოგადოებაში გაბატონებული პატრიარქატიც წარმატებით აქეზებს
•
Reply