2022 წელი, საუკეთესოდ შემიძლია ჩავთვალო. ეს ის წელი იყო, რომელმაც უამრავი შესაძლებლობა მომცა და ამასთანავე, წამართვა. უამრავი ადამიანი გამაცნო, რამდენიმე ჩამომაშორა. ოცნებებისკენ გადადგუმული მყარი ნაბიჯები, საკუთარი თავის რეალიზება, როგორც მწერლად (ამ ეტაპზე ვათპადზე), უსაყვარლესი მკითხველები, ცხოვრებისეული და მძიმე მომენტები.
2022 წელმა, წამართვა ჩემი გამზრდელი ბებია, მაგრამ მომცა დრო, რომ მასთან ვყოფილიყავი, ყველაზე მძიმე წუთებში. 2022 წელი ძალიან, ძალიან დიდ ადგილს იკავებს ჩემს გულში, დასამახსოვრებელი და დაუვიწყარი წელი იყო, ვიმედოვნებ, რომ 2023 უკეთესი იქნება! მხოლოდ ჩემთვის კი არა, თქვენთვისაც, ჩემო ერთგულო ვენებო.
2022-მა წელმა, თქვენი თავი და ჩემი პაწაწუნა დიშვილი მაჩუქა, ალბათ ეს არის საჩუქარი ჩემთვის, ჩემი გაწეული შრომისთვის, წინა წლისგან, ვაღიარებ, საუკეთესოა, მინდა სულ თან გამყვეთ ❤