არ ვიცი რამდენი ხანია,შეიძლება წელიწადია რაც ვეძებ ფიკს ,,ბედი თუ ბედისწერა",ამის წაკითხვის შემდეგ გავიგე სიატ 4love.ge-ზე,მას მერე ვადპადისკენ არ გამომიხედავს თუ რამე განსხვავებული არ გამიგია.
თავის დროზე რომ წავიკითხე ისე ვიყავი კითხვით გართული სახელი არც კი ვიცოდი. ზუსტად ახლახანს დავასრულე ისტორიის კითხვა და მინდოდა ისეთი რამის ხელახლა წაკითხვა რაც ჩემთვის ყველაზე კომფორტულ და სასურველ სიტვაციას ასახავდა და იქნებოდა ის რაც დიდ ემოციებთან ასოცირდება,და ხელახლა დავიწყე შენი ფიქციის ძებნა მარა კვლავ უშედეგოდ.ამიტომ რეკომენდაციებისთვიდ გადავწყვიტე ჯგუფის გადათვალიერება,ვნახე 4love.ge-ს საიტზე პოსტი ჰეშთეგით ვეძებ ისტორიას და ზუსტად ის იყო რასაც მე ამდენი ხანია გამწარებული ვეძებ.
სადაც კი შეიძლებოდა ყველგან გეძებდი,ყველგან ვეძებდი ამ ისტორიას და არაფერი ისევ. საიტზე შენი კომენტარები წავიკითხე სხვადასხვა ისტორიებზე მაგრამ პროფილზე ვერაფრით გადმოვედი და ბოლოს მოგაგენი აქ,ძააალიან დიდი იმედი მაქვს რომ იმ ერთ ისტორიასაც გაანაახლებ როდესაც გადაწყვეტ სხვა დანარჩენების კვლავ განთავსებას სოც.ქსელში.
ყველა ის ემოცია მახსოვს რაც წაკითხვისას მომყვებოდა,უბრალოდ ისე ავღფროთოვანდი იმ მომენტში რომ ვადპადი დამავიწყდა ისე ჩამითრია საიტის ისტორიებმა და ასე დავკარგე შენი ისტორიაც,თან რომ ბოლომდე კითხვაც ვერ დავასრულე.
არ დავიწყებ მის ქებას რადგან იმეზე მეტია ეს ისტორია ჩემთვის ვიდრე სიტყვები,შეიძლება სხვისთვის არაფერი განსაკუთრებული არ იყოს და ბანალური ან ჩვეულებრივი მოეჩვენოს,თუმცა ეს ისტორია ჩემთვის პირადაფ განსაკუთრებულ ემოციებთან ასოცირდება
სულ რამოდენიმე თავი მქონდა დარჩენილი არადა,იმედია ოდესმე შევძლებ მის ხელახლა წაკითხვას და ამ ჯერად ბოლომდე