qwerty_bin
ჩემი პირველი ფანფიკი მალე დასრულდება და უკვე ახალისთვის ვემზადები. პირველ რიგში მინდა თქვენ გკითხოთ აზრი, რომელ შიფზე გინდათ. BTS-ის ნებისმიერ პეირინგზე დავწერ, გინდ ჯიქუქი იყოს გინდ თექუქი გინდ ნამჯინი ან იუნმინი. არც ერთი არ მყავს დაკანონებული და ყველას ერთმანეთთან ვშიფავ. ასე რომ მაგაზე პრობლემა არ იქნება. შემიძლია ასევე TXT-ის იონბინზე (სუბინი&იონჯუნი) დავწერო. [ვფიქრობ ამ პატარებს მაინც დიდი მოთხოვნა არ ექნებათ]. ან იქნებ არის ისეთი შიფი ისეთი ჯგუფიდან რომელზეც გინდათ რომ წაიკითხოთ ფანფიკი, მაგრამ არავინ არ წერს. ორიგინალზეც ვფიქრობ, მაგრამ ეს ნაკლებად მინდა. სხვა ფანდომები პროფილის ბიოში მიწერია. იქნებ რომელიმე ტაილანდურ BL-ს უყურებთ და მიუგალფის ფანფიკი გინდათ. თუ რამე აზრი გექნებათ ფანფიკზე ისიც გამიზიარეთ. როგორი გინდათ იყოს ფანფიკი, იქნებ რომელიმე ჟანრი განსაკუთრებით გიზიდავთ: ყოველდღიურობა, მისტიკა, ფანტასტიკა.. ან თუ გინდათ მაგ მხრივ სულ მე მომენდეთ ერთადერთი რაზეც არ დავწერ ფანფიკს ეს გოგოების ჯგუფებია. ამ მხრივ დიდ ბოდიშს გიხდით. გოგო&ბიჭზე ფანფიკების წერა ჩემი არაა. ან გოგო&გოგოზე
qwerty_bin
@jungkook6919 შიფების გაერთიანება ყველაზე კარგი ვარიანტია. ფანფიკის სიუჟეტი უკვე მოფიქრებული მაქვს მაგრამ ვერ ვწერ (( მუზის მოსვლას ველოდები xd
•
Reply