აუცილებლად წაიკითხეთ❤️
მოკლედ ხალხო ჩემმა ერთ-ერთმა მკითხველმა დამიწერა კომენტარი, სადაც საუბრობს იმაზე, თუ როგორ არ აქცევს ხალხი ყურადღებას და როგორ იჩაგრებიან ისეთი მოთხრობები, რომლებიც კ-პოპზე ჰარი სტაილსზე ან მათ საყვარელ სელებრითზე არაა. მან ასევე თქვა, რომ მთელი ვატპედი აჭრელებულია ერთი და იგივეთი.
პირველ რიგში მადლობა, რომ ჩემს მოთხრობას კითხულობ პასუხი კი მინდა რომ აქ გაგცე.
მიუხედავად იმისა, რომ უამრავი, ძალიან კარგი , გადასარევი და მართლა კარგად დაწერილი ფანფიქცია წამიკითხავს კ პოპზე თუ ჰარი სტაილსზე თუ ნებისმიერ სხვა სელებრითზე, მაინც უნდა დაგეთანხმო იმაში, რომ სხვა მოთხრობებს, რომლებიც ავტორის მთლიანი ფანტაზიის ნაყოფია , ბევრი მკითხველი შანს არ აძლევს.
პირადად მე, სანამ “my sunshine”- ს წერას დავიწყებდი, ის აზრიც მიტრიალებდა თავში, რომ რამეს კ პოპზე დავწერდი ბითიესზე ან მსგავსი, რადგან ნუ მთელი ვატპედი მართლა მაგითაა აჭრელებული და პოპულარობაც ბევრად მეტი ექნებოდა მოთხრობას.
საბოლოოდ ,ჩემი კ პოპ ფანფიქციების სიყვარულის მიუხედავად, გავაანალიზე, რომ სულ არ მინდოდა კ პოპზე დაწერა ან ნებისმიერ სხვა სელებრითზე მიუხედავად პოპულარობისა.
პირადად მე ვაფასებ ისეთ ადამიანს რომელიც იმაზე წერს რაზეც უნდა.
გინდა კ პოპზე დაწერო? დაე დაწერე. რაც არ უნდა გადაცვეთილი თემა იყოს, მთავარი
მაინც ხომ ისაა თუ როგორ მიიტან ისტორიას მკითხველამდე . ისტორიას შენი ხელწერა და კრეატიულობა გახდის შესამჩნევს და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სხვებს გავდეს, მაინც განსხვავებული იქნება.
მოკლედ ხალხო იმის თქმა მინდა, რომ წერეთ რაზეც გინდათ, როგორც გინდათ და ვიზეც გინდათ.
მკითხველებს მხოლოდ იმას გირჩევთ, რომ შანსი მისცეთ ისეთ მწერალს, რომლის ნამუშევარი ერთი შეხედვით თქვენთვის არც ისე საინტერესო ჩანს.
იქნებ გაგაოცოთ კიდეც იმ ფაქტმა, რომ მოთხრობას მხოლოდ იმიტომ არ კითხულობდით , რომ თქვენ საყვარელ სელებრითზე არ არის.