undertheblackpearl
ქარი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ქარის ნაზი შეხება თავს ცოცხლად გაგრძნობინებს. გაგაბრუებს. დაგამშვიდებს. დაგაწყნარებს. დაგიმტკიცებს, რომ შენი ნათელი თუ არა, ბნელი ნაწილი მაინც, ჯერ კიდევ ცოცხლობს შენივე სულის სიღრმეებში. ყველასგან მოშორებით. პირქუში. დამსხვრეული. დაბნეული. ძალებს იკრებს. ყოველი შეხება, ქარის შეხება, ძალებს ჰმატებს. ერთ დღესაც იგი გააცურებს სიკვდილის ანგელოზს, მანტიას მოჰპარავს და მისი სახით მთლიანად დაეპატრონება შენს, იმ დროისთვის კი უკვე მის სხეულს. გეშინოდეს. გაიქეცი. დაიმალე. ერიდე ქარს და მის დამატყვევებელ მშვენიერებას.
straightkidzs
@kn0wknight ადრე ვამბობდი შენი ნაწერების კითხვა მიყვარს კარგად წერთქო, ახლაც იგივე აზრზე ვარ.
•
Reply
undertheblackpearl
ვინმე თუ კითხულობს ამ სისულელეებს გამიზიარეთ თქვენი აზრი. ერთი მოცლილი იდიოტი ვარ, რომელიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქარს. არაფერს მაგრამ ქარს.
•
Reply