ალბათ ვინმე ჭკუათმყოფელი კიდევ იკითხავს შეიძლება თუ არა ვინმე შენთვის ძვირფასი გახდეს ერთ დღეში, მე კი აუციელბლად ვიპოვი მას და მოვუყვები ისტორიას ჩემზე და შენზე, ადამიანებზე, რომელებიც ორი განსხვავებული სამყაროდან ერთმანეთი ვიპოვეთ .აუცილებლად ვეტყვი, რომ შენ მაშინ გამოჩნდი როდესაც მე ყველაზე მეტად მჭირდებოდი და ვეტყვი იმასაც , რომ მე მაშინ გამოვჩნდი როდესაც ყველაზე მეტად გჭირდებოდი. ერთი წლის უკან მირაჟს და ლამაზ ოცნებას გავდი, დღეს კი ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ. არა , ვიტყუები , გაცნობის დღიდან შენ ჩემთვის ყველაზე ყველაზე უცნაურად ახლო მეგობარი გახდი და მაშინ მივხდი,რომ სამყაროში რაციონალურობის გარდა არსებობს კიდევ რაღაც ძალა, რომელიც ადამიანებს უმიზეზოდ ძლიერი და აუხნელი ძაფებით აკავშირებს. მადლობა, რომ 5 ნოემბერს მაშინ როდესაც მე ორი წლის ვიყავი შენ სადღაც ჩემგან შორს გაჩნდი. როდესაც პირველად გელაპარაკე , მაშინ ვიფიქრე რომ მთელი გულით ვისუვრებდი მუდამ ბედნიერი ყოფილიყავი და დღემდე არცერთი წამით ეს განცდა არ მომშორებია. ერთი წლის წინ მეც სუსტი ვიყავი და შენც , ახლა მე იქ ვარ სადაც მოხვედრა ჩემთვის აუხდენელი ოცნება იყო , შენ კი იქ ხარ სადაც ბედნიერი გახდი , უამრავი მეგობრით , ბევრი ბევრი მხიარული დღითა და ცხოვრების ახალი ხალისით. არ ვიცი , შევძელი თუ არა როგორც უფროს მეგობარს ოდესმე შენთვის რამე მესწავლებინა და რამე დამენახებინა , შეიძლება ვერც შევძელი და იცი ? არც არის საჭირო , ის წლები , რომლებიც ჩვენ გვაშორებს არაფერია იმ ცნობიერ ასაკთან შედარებით , რომელიც შენ ჩემზე ბევრად მაღლა გაყენებს. როდესაც შემიძლია დაგირეკო და ტრივიალურად მოგილოცო , ვამჯობინე სიმბოლურად აქ მეთქვა ის ,რასაც ვერ ვამბობ.ემოციების გამოხატვა არცერთს გვეხერხება , მაგრამ მინდა იცოდე რომ ძალიან ძალიან მიყვარხარ , შენი ყოველი გაღიმება , ყოველი წარმატება საკუთარვით მაბედნიერებს.მინდა სულ ბედნიერი იყო იმ ადამიანებთან რომელბიც გიყვარს(მეც ვგიჟდები მაგ ხალხზე)
ჩემო არარსებულო და ყველაზე არსებულო მეგობარო , ჩვენ მუდამ მუდამ ერთად ვიქნებით და იქ სადაც დაეცემი ყოველთვის იარსებებს ხელი , რომელიც წამოგაყენებს.
მიყვარხარ და გილოცავ!