რატომ მიყვარხარ დღეს, ხვალ კი არა?! რატომ მითხარი, გულწრფელი იქნებოდი, შემდეგ კი სიტყვაც არ მითხარი? მიყვარხარო, ისე რომ სიტყვით გამოთქმა ძნელი არისო. დღეეები დღეებს მიჰყვებოდა. ვინმე რომ გეგულება ნაკლებად გცივა ზამთარში.ნაკლებად დარდობ. თუ დარდობ, ეტყვი რომ დარდობ, ის თუ დარდობს, ისიც გეტვის. ეჰ... ახლა ცხელა და სიცხე სულს მიხუთავს. თითქოს განზე გავდექი. სულიერებასაც კი მოვწყდი, არ ვიცი, არ ვიცი როგორ მოვიდე გონს. რა ხდება, რას ვაკეთებ?! მალე დასრულდება ეს თავგანწირული მარში? მარში გამარჯვების, მარში საცალფეხო ბილიკის. მე ისევ მინდა სემა, შამს თებრიზი მინდა. სიამე მინდა. მეგობრები მინდა რომ ვიგრძნო. დავიბენი. გავუცხოვდი. დავიღალე. ავირიე, გადავსხვაფერდი. შენ რა გგონია, რისთვის ვცხობ, ეს მეც ხომ არ ვიცი. ისიც არ ვიცი, ვინ ვარ. ჯერ ვერც მეცოდინება, იცი რატომ?_ დაკვირვების დრო არ მაქვს. " როცა გვინდა, შეგვიძლია" მჯერა ამის და უეჭველია ყოველივე კარაგდ ჩაივლის.