გამარჯობათ, ძვირფასო მკითხველნო!
მინდა მეთქვა რომ დიდი მადლობელი ვარ თქვენი და ბონუსად მინდა გაგიზიაროთ რომაული მითი კუპიდონის და ფსიქეას შესახებ როგორც უკვე იცით მე ახლა "ვწერ" ფიკს "წყეული კუპიდონი" და მინდოდა გცოდნოდათ საიდან წამოვიდა ეს ყველაფერი.
------
ერთ-ერთი მითი გვიამბობს გულისამაჩუყებელ ისტორიას კუპიდონისა და პსიქეას სიყვარულის შესახებ. კუპიდონის დედას არ ესიამოვნა ადამიანის არამიწიერი სილამაზე და მან კუპიდონს მისი დასჯა დაავალა. ამის მაგივრად კუპიდონს შეუყვარდა პსიქეა და ცოლად შეირთო. მაგრამ რადგან ადამიანებს ღმერთების ნახვა ეკრძალებათ პსიქეამ არ იციდა როგორ გამოიყურებოდა მისი მეუღლე.
პსიქეა ბედნიერი იყო მანამ, სანამ დებმა არ დაარწმუნეს ქმრისთვის ეთვალთვალა და გაერკვია, როგორ გამოიყურებოდა. კუპიდონი გაბრაზდა და დასაჯა პსიქეა. მან ის მიატოვა და მასთან ერთად გაქრა მშვენიერი ციხესიმაგრე და ბაღები სადაც შეყვარებულები ცხოვრობდნენ. პსიქეა მარტო დარჩა და ძალიან იტანჯებოდა. მან გადაწყვიტა ვენერას ტაძარში მისულიყო და დახმარება კუპიდონის დედისთვის ეთხოვა. ვენერამ გადაწყვიტა დაეღუპა გოგონა, რადგან არ უყვარდა, მისი სილამაზის გამო. ვენერა პსიქეას ძალიან რთულ დავალებებს აძლევდა და ჯილდოდ კუპიდონის ნახვა შესთავაზა. პსიქეა ყველაფერზე მზად იყო სატრფოს გამო.
პსოქეას ბოლო დავალებას პანდორას ყუთის (მასში პლუტონის ცოლის სილამაზე ინახებოდა) ქვესკნელში ჩატანა იყო. მას არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაეხსნა პანდორას ყუთი. მაგრამ ცნობისმოყვარეობამ სძლია ქალს და მან გახსნა ყუთი. ცბიერ ვენერას კი ყუთში მკვდარი ძილი ჰქონდა ჩამალული, რომელმაც დააძინა ქალი და დასაჯა ცნობისმოყვარეობისათვის.
კუპიდონმა იპოვა სატრფო, გამოაღვიძა და ყველაფერი აპატია. აღფრთოვანებულმა ღმერთებმა პსიქეას ქალღმერთის ტიტული უბოძეს.
სიყვარულით, თქვენი მელფომენე