არ ვიცი რამდენად გამომივა, მაგრამ სინდისის ქენჯნა ყოველთვის მაწუხებდა, რომელმაც ბოლო დროის მანძილზე, განსაკუთრებით იმატა, ამიტომ, შევეცდები, რაც შეიძლება ლაკონური ვიყო.
პირველ რიგში, უზომოდ მადლიერი ვარ თითოეული იმ სიტყვისათვის/ნახვისათვის, რომელიც ჩემთვის და 24 დღისთვის ოდესმე გაგიმეტებიათ. უამრავი მიზეზი არსებობს, რის გამოც ამდენი ხნით მოხდა მისი გაწელვა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რამე მეპატიება. დიდი ბოდიშის მოხდა მინდა ამდენად დიდი უპასუხისმგებლობის გამო. რეალურად, რადიკალურად განსხვავებული ჩანაფიქრი მქონდა, რომლის მიხედვითაც ნაწერის არც დადებას და არც ვინმესთვის გაზიარებას არ ვაპირებდი, მაგრამ, როცა გარკვეული მიზეზების გამო ეს გადაწყვეტილება ორჭოფობით, მაგრამ მაინც მივიღე, სრულებით არ მოველოდი იმას, რასაც ახლა ვხედავ. მეორე მხრივ, ეტაპობრივად განვითარება თავიდანვე ჩემს გეგმაში იყო, მითუმეტეს მაშინ, როცა გაელვებითაც არ დამიშვია ის აზრი, რომ შეიძლებოდა მკითხველთა ( თუნდაც პატარა, ამას არ ჰქონდა არსებითი მნიშვნელობა) აუდიტორია მყოლოდა.
უდიდესი რამაა ჩემთვის თქვენი მხრიდან ამხელა ყურადღების მიღება და დამიჯერეთ, ამის თანმხლები პასუხისმგებლობებიც გააზრებული მაქვს.
იმის თქმა მინდა, რომ რამის შეწყვეტას ან აღებას არ ვაპირებ. არც ის მინდა, რომ იმედები გაგიცრუოთ, თუ, რა თქმა უნდა, უკვე არ გაგიცრუეთ. 24 დღე აუცილებლად დასრულდება, მე კი ვეცდები, ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს.
კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს და მადლობა თქვენი დროის, ფიქრების გაზიარების, გამამხნევებელი სიტყვების, ლოდინის და კიდევ სხვა, უამრავისათვის.
I yellow you.