34

65 11 4
                                    

"არასოდეს შეაფასო რაიმე,მხოლოდ ერთი შეხედვით.იქნებ მასში უფრო მეტია,ვიდრე ყველასათვის თვალსაჩინო ზედაპირი."

გაიფიქრა გუკმა და ეცადა გაეხსენებინა ის,რასაც აქამდე წაერთვა მისი გონება.

-აჰამ! -შესძაღა მან როდესაც გაახსენდა,რომ პოლაროიდი უნდა აეღო და გარეთ სასეირნოდ გასულიყო.

არავინ იცოდა ვინ იყო ის.ყმაწვილი პოლაროიდით.მოხეტიალე სხეული,
მოგონებების გარეშე.

ასე ხედავდა ის თავის თავს,თუმცა უხაროდა,რომ ხედავდა,სუნთქავდა, 
გრძნობდა.

თვალისმომჭრელი იყო დედა ბუნება.მის კალთაზე,ბრჭყვიალა მზის სხივები დარბოდნენ.დარბოდნენ და მოჰქონდათ ჟრიამული,სიხარული და სითბო,რომელიც ბევრის გულს აკლდა.

სანახაობით აღფრთოვანებული გუკი, რომელსაც ეს ყველაფერი ახლა უკვე პირველად ენახა,პოლაროიდით დაეხეტებოდა და ცდილობდა,რაც შეიძლებოდა მეტი კადრი აღებეჭდა.

სურდა ყველაფერი მასთან დარჩენილიყო,
რათა ყოველ დილას,ყოველ ღამეს მათთვის ეცქერა.მათი სილამაზით დამტკბარიყო.

მის ბაგეებს ღიმილი შემოეკრო,ერთი თითის დაჭერაღა აშორებდა მის სურვილს,როდესაც კადრი დაირღვა, ყველაფერი წამში გაიფანტა.

თვალები ფართოდ გაეღო,ენა გადაეყლაპა.გულიც აჩქარდა,ისე,როგორც საყვარელი ადამიანის დანახვისას.

ვიტრინაზე თვალსაჩინოდ გამოფენილი მარგალიტების კოლექციამ მიიქცია ყურადღება.

შეგრძნება დაეუფლა,თანაც ძლიერი.
თითქოსდა,რაღაც აკლდა,რაღაც ძვირფასი.

რაც უფრო მეტს უცქერდა მათ,მით მეტ სიცარიელეს გრძნობდა გულში.თითქოსდა,ვიღაცამ გაბედა და ყველაზე ძვირფასი რამ წაართვა მას ერ დროს,თუმცა...

რა უნდა ყოფილიყო,გარდა მისი მეხსიერებისა?

ფიქრობდა ის,სანამ ხმა არ შემოემა,ნაცნობი ხმა.

-გუკ,რას მიაშტერდი? -იკითხა თაემ და ვიტრინას,რომელსაც მზის სხივები უმორცხვოდ დაჰყურებდნენ, ცნობისმოყვარეობით სავსემ გახედა.

-არაფერი,უბრალოდ... -წამით შეჩერდა ის,არ იცოდა რა ეთქვა.როგორ აეხსნა ის შეგრძნება მისთვის,რომელიც თავადაც ვერ ამოეცნო.

-უბრალოდ...ძალიან ლამაზები არიან.
ხედიც ლამაზია,არ გინდა ჩემთან ერთად გაისეირნო? -იკითხა მან და თაეს თვალებში ჩახედა.რატომღაც მის თვალებში რაღაც განსხვავებული ამოიკითხა,თითქოსდა ეჭვი შეპარვოდა მათ ბრწყინვებას.

-კარგი.-მოკლე,ღიმილით აღსავსე პასუხი გასცა თაემ და საპირისპირო მიმართულებით გაემართა.

...

თითქოსდა ყველაზე აუტანელი რამ დედამიწაზე,სწორედ ნაბიჯების ხმა გამხდარიყო.

ყოველ შემთხვევაში,სოფსათვის ასე იყო.
ყელში ამოსულიყო ყველა ხმა,რადგან მას არ შეეძლო ის ხმა გაეგო,რომელიც ნებისმიერს ერჩივნა.რომლის გამოც სიცოცხლესაც დათმობდა.

მისი ხმა,წყნარი და მზრუნველობით სავსე.ის ხმა,რომელსაც გაღვიძებისას და ძილის წინს უსმენდა.რომელიც ყველა მუსიკის ჰანგებს ურჩევნოდა. 

არ შეეძლო შეეგრძნო მისი შეხება.თბილი თითები მის ლოყებზე,ბაგეებზე...

არ შეეძლო ისევ ჩაეხედა მის თვალებში. და უსიტყვოდ გაეცვალა ის სიყვარული, რომელიც გულშიც კი აღარ ეტეოდა.

ყველაფერს გასცემდა,თუნდაც მისი ჩრდილი ენახა,ერთი სიტყვა გაეგონა მისგან.

ყველაფერს გასცემდა,თუნდაც კიდევ ერთხელ ჩავარდნილიყო მის თბილ  მკვლავებში,ერთხელაც შეეგრძნო მისი გულის ძგერა...

შავი მარგალიტი |J.k| (დასრულებული)Where stories live. Discover now