დილით კარგ ხასიათზე გაიღვიძა.მოემზადა და ქვემოთ ჩავიდა. ისაუზმეს და სკოლაში წავიდნენ. სკოლაში შევიდნენ თუ არა ჩანიოლს და მის ძმაკაცებს შეხვდნენ. ჩანიოლმა ლისას მხარი გაკრა ისე რომ ლისა წაიქცა.
- რა ჯანდაბას აკეთებ.(ლისა)
- რაიყო არ მოგეწონა? ეს არაფერია უფრო უარესებსაც უნდა ელედო.(ჩანიოლი) ჩაიცინა.
- შენი ძმაკაცის საცოლეს როგორ ექცევი არ გცხვენია?(ლისა) დანანების ნიშნად თავი გააქნია.
- საყვარელო საქმრო მამაშენმა იცის შენ და შენი ძმაკაცები როგორ მექცევით? დარწმუნებული ვარ ძალიან გაბრაზდება, შეიძლება მანქანაც კი ჩამოგართვას ან ბარათი დაგიბლოკოს სასჯელის სახით, ამიტომ აჯობებს თუ კარგად მომექცევით.(ლისა) სახე გაეყინა სეჰუნს. ლისამ ერთი ჩაიცინა. ჩანიოლს მხარი გაკრა და კლასში წავიდა. გაკვეთილებმა კარგად ჩაიარა. უკვე ერთი თვეა ყველაფერი კარგად მიდის ჰოსოკი ამერიკაში წავიდა გადაწყვიტა სწავლა იქ გაეგრძელებია. ბავშვები უფრო დაახლოვდნენ. დღეს სკოლას ამთავრებენ, ხოლო ორ დღეში ლისას და შუგას მეთვრამეტე დაბადების დღეა და ბავშვები სიუპრიზს უწყობენ.
- ბავშვებო რადგანაც ეს სკოლის ბოლო დღეა არ წავიდეთ თან გამოცდები უკვე ჩავაბარეთ.( ჯისუ)
- აბა რა ვქნათ?(ჯინი)
- მოდით კლუბში წავიდეთ.(როუზი)
- კარგი აზრია. მე მოვდივარ.(ჯიმინი) ყველა დათანხმდა. მთელი დღე ფილმებს უყურებდნენ და დრო გაყავდათ, მერე მოემზადნენ და კლუბში წავიდნენ. სვამდნენ ცეკვავდნენ ძალიან კარგად გაერთნენ. სახლში ძალიან გვიან დაბრუნდნენ. ყველას ღვიძავდა ლისას და შუგას გარდა, განიხილავდნენ მათ დაბადების დღეს. შეთანხმდნენ რომ დღეს გოგონები საყიდლებზე წავიდოდნენ, შუგა და ჯონქუქი კალადბუთის სათამაშოდ წავიდოდნენ დანარჩენები კი ჯერ ტორტის საყიდლად წავიდოდნენ მერე კი კლუბის ქირაობას აპირებდნენ. ყველაფერი დაგეგმეს და ლისა და შუგაც ჩამოვიდნენ.
- იუნგი ძმაო დღეს კალადბურთის სათამაშოდ მივდივარ და შეგიძლია წამომყვე? დანარაჩენებს არ სცალიათ და ვერ მოდიან.(ჯონქუქი)
- კარგი წამოვალ. დიდიხანია არ მითამაშია.(იუნგი)
- ლის გოგოები დღეს საყიდლებზე წავიდეთ.(ჯისუ)
- კარგი საყიდლებზე წავიდეთ და მერე მშობლების სახლშიც უნდა შევიარო იმ დებილობა ქორწინებაზე უნდა ველაპარაკო.(ლისა)
- ბავშვებო ჩვენ წავალთ საქმეები გვაქვს.(თეჰიონი) ჯერ თეჰიონი ჯინი ჯიმინი და ნამჯუნი წავიდა, ცოტა ხანში ჯონქუქი და შუგაც, ბოლოს გოგოებიც წავიდნენ. ხუთ საათამდე საყიდლებზე იყვნენ. ლისამ თავისი ნივთები გოგოებს გაატანა სახლში თვითონ კი პირდაპირ მშობლების სახლში წავიდა. კარები თავისი გასაღებით გააღო. მისი ყურადღება მამამისის კაბინეტიდან გამოსულმა ხმაურმა მიიქცია. მამამისის კაბინეტთან მივიდა და ღია კარებში დაინახა რომ მისი მშობლები კამათობდნენ.
- შენ საერთოთ რა ადამიანი ხარ!(მამა) ყვიროდა მამამისი.
- კარგი რა უბრალო რამისგან ნუ ქმნი პრობლებას.(დედა)
- პრობლემას ნუ ვქმნი?! შენ საერთოდ რა ადამიანი ხარ! ჯერ ისიც ვერ მიპატიებია ლისას ის გოგო რომ მიუგზავნე საცემად მინა თუ ვიღაც! რატომ ექცევი ესე სასტიკად რას გიშავებს! მას უბრალოდ უნდა რომ გიყვარდეს! შენ კი ყოველთვის ცუდად ექცევი და გულს ტკენ! შენ რანაირი დედა ხარ?!(მამა)
- ნუ დაგავიწყდება რომ არც მე და არც შენ არ ვართ ლისას მშობლები, ის შენი დის შვილია და მე რატო უნდა ვიზრუნო?! არ ვარ ვალდებული ვიყო კარგი დედა!საერთოდაც მომბეზრდა რატომ ვმალავთ! ჩემი შვილები ჰოსოკი და იუნგია! რატომ უნდა ვიზრუნო მასზე?! (დედა)
- შენ შეიძლება არ თვლიდე მას შენ შვილად მაგრამ მე ჩემ დას დავპირდი რომ საკუთარი შვილისგან არ განვასხვავდები და ასეც არის ლისა ჩემი შვილია და არ მოგცემ უფლებას რამე აიძულო! მხოლოდ იმიტომ რომ არ გიყვარს!(მამა) ამდენი ხნის მანძილზე ლისა იდგა და მათ საუბარს უსმენდა. საშინელ მდგომარეობაში იყო ცრემლები მოდიოდა. კაცმა ცოლთან დიალოგი დაასრულა თუ არა კარისკენ გაემართა იქ კი ატირებული ლისა დახვდა.
- ლისა შვილო...
- შვილს ნუ მეძახი! რატომ არ მითხარი! რატომ გვატყუებდით ამდენი ხანი რომ მშობლები იყავით! ამდენი ხანი, ამდენი ხანი თავს ცუდ შვილად ვთვლიდი მხოლოდ იმიტომ რომ დედას არ ვუყვარდი, მეგონა მე ვიყავი ცუდი და ყოველთვის ვცდილობდი კარგი ვყოფილიყავი შენ კი როგორ მომექეცი?! კარგად იცოდი რომ ცეკვა და სიმღერა ჩემი ცხოვრებაა შენკი ყველაფერი გააკეთე და ცხოვრება დამინგრიე! მეზიზღებით! მეზიზღებით იმიტომ რომ ცხოვრებას მინადგურებთ და ეს მოგწონთ.(ლისა) ცრემლები უხეშად მოიწმინდა და უკანმოუხედავად გავიდა სახლიდან. "გარაჟიდან" მოტოციკლეტი გამოიყვანა და მაღალი სისწრაფით გავიდა ეზოდან. მიქროდა და ფიქრობდა თუ რამხელა ტყუილში აცხოვრებდნენ ამდენი ხნის მანძილზე. ცრემლს ვეღარ იკავებდა. თვალები ცრემლით აევსო უკვე თითქმის ვეღარაფერს ხედავდა, უკანასკნელი რაც დაინახა თვალისმომჭრელი სინათლე იყო, მერე ტკივილი, საშინელი ტკივილი და ბოლოს სიბნელე.
YOU ARE READING
ცხოვრება გრძელდება
Fanfictionამბავი არის ლისაზე. მისი ცხოვრება იცვლება ახალ სკოლაში გადასვლით.იძენს ახალ მეგობრებს და შეხვდება სიყვარულს, რომელიც დიდ ტკივილთან ერთად ბედნიერებასაც მოუტანს.